ანტალიის ტურნირი: სოფიო შაფათავა მეოთხედფინალშია, ეკა გორგოძე კოსტიჩს ვერ გასცდა

AutoSharing Option
თბილისელი სოფიო შაფათავა ანტალიის ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) პირველ ნომრადაა განთესილი.

21 მარტს იგი მეოთხედფინალში გავიდა. მე-2 წრეში მან სამ სეტში სძლია ბელორუს ირინა შიმანოვიჩს. პირველი ხელი ქართველმა მოიგო 6:4, მეორე კი მოულოდნელად 0:6 დათმო. მესამე სეტში ისევ მოიკრიბა ძალები და მეტოქე გზიდან ჩამოიცილა - 6:4. მეოთხედფინალში იგი რუმინელ ანა ბოგდანს (მე-8 ნომერი) დაუპირისპირდება.

თანამემამულეს მხარი ვერ აუბა ეკატერინე გორგოძემ. სტარტზე ვივიან ზლატანოვას (ბულგარეთი) დამარცხების შემდეგ მე-2 წრეში მე-7 ნომრად განთესილ ნატალია კოსტიჩს (სერბეთი) დანებდა: 4:6,
6:4, 4:6.

აი, წყვილთა პაექრობაში ქართული ნახევარფინალი გაიმართება: პირველ ნომრად განთესილმა ოქსანა კალაშნიკოვამ (საქართველო) და კსენია პალკინამ (ყირგიზეთი) იოლად სძლიეს მატილდა ჰამლინსა (შვედეთი) და კერი ვონგს (აშშ) - 6:1, 6:3. გორგოძე - შაფათავას (მე-3 ნომერი) დუეტმა კრისტინა კაზიმოვას (უკრაინა) და იულია სამუშევას (რუსეთი) ტანდემს მოუგო - 6:2, 7:6.

მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან კამილა როსატელო (იტალია, მე-4)/ კაროლ ჟაო (კანადა) და ანამიკა ბჰარგავა/ნიკოლ მელიჩარი (ორივე - აშშ, მე-2), რომლებმაც, შესაბამისად, ალინ ელგურინი/კორნელია ლისტერი (ორივე - შვედეთი, 6:3), 7:5) და ალიონა ფომინა (უკრაინა)/მაია გავეროვა (რუსეთი, 6:2, 6:2) დაჯაბნეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული