21 მარტს იგი მეოთხედფინალში გავიდა. მე-2 წრეში მან სამ სეტში სძლია ბელორუს ირინა შიმანოვიჩს. პირველი ხელი ქართველმა მოიგო 6:4, მეორე კი მოულოდნელად 0:6 დათმო. მესამე სეტში ისევ მოიკრიბა ძალები და მეტოქე გზიდან ჩამოიცილა - 6:4. მეოთხედფინალში იგი რუმინელ ანა ბოგდანს (მე-8 ნომერი) დაუპირისპირდება.
თანამემამულეს მხარი ვერ აუბა ეკატერინე გორგოძემ. სტარტზე ვივიან ზლატანოვას (ბულგარეთი) დამარცხების შემდეგ მე-2 წრეში მე-7 ნომრად განთესილ ნატალია კოსტიჩს (სერბეთი) დანებდა: 4:6,
აი, წყვილთა პაექრობაში ქართული ნახევარფინალი გაიმართება: პირველ ნომრად განთესილმა ოქსანა კალაშნიკოვამ (საქართველო) და კსენია პალკინამ (ყირგიზეთი) იოლად სძლიეს მატილდა ჰამლინსა (შვედეთი) და კერი ვონგს (აშშ) - 6:1, 6:3. გორგოძე - შაფათავას (მე-3 ნომერი) დუეტმა კრისტინა კაზიმოვას (უკრაინა) და იულია სამუშევას (რუსეთი) ტანდემს მოუგო - 6:2, 7:6.
მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან კამილა როსატელო (იტალია, მე-4)/ კაროლ ჟაო (კანადა) და ანამიკა ბჰარგავა/ნიკოლ მელიჩარი (ორივე - აშშ, მე-2), რომლებმაც, შესაბამისად, ალინ ელგურინი/კორნელია ლისტერი (ორივე - შვედეთი, 6:3), 7:5) და ალიონა ფომინა (უკრაინა)/მაია გავეროვა (რუსეთი, 6:2, 6:2) დაჯაბნეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"