ჩვენებურმა ნახევარფინალში, ყირგიზ ქსენია პალკინასთან ერთად (ისინი პირველ ნომრად იყვნენ განთესილნი), ჩეხებს - ტერეზა მარტინცოვას და პეტრა პორუბინს სძლია - 6:4, 6:2, გადამწყვეტ პაექრობაში კი მე-4 ნომრად განთესილი ბასაკ ერაიდინი (თურქეთი)-ებიე მაიერსის (ავსტრალია) დუეტი დაამარცხა - 6:4, 4:6, 10:8, მთავარი პრიზი მოიპოვა და წინა კვირის წარმატება გაიმეორა.
ოღონდ მაშინ პალკინასთან ერთად ამერიკელებს - ანამიკა ბჰარგავას და ნიკოლ მელიჩარს აჯობა - 6:1, 6:3.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"