ოქსანა კალაშნიკოვამ ანტალიის ტურნირის წყვილებში იმარჯვა

AutoSharing Option
ანტალიაში დამთავრდა ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი), რომელშიც წყვილთა შორის შესანიშნავად იასპარეზა თბილისელმა ოქსანა კალაშნიკოვამ.

ჩვენებურმა ნახევარფინალში, ყირგიზ ქსენია პალკინასთან ერთად (ისინი პირველ ნომრად იყვნენ განთესილნი), ჩეხებს - ტერეზა მარტინცოვას და პეტრა პორუბინს სძლია - 6:4, 6:2, გადამწყვეტ პაექრობაში კი მე-4 ნომრად განთესილი ბასაკ ერაიდინი (თურქეთი)-ებიე მაიერსის (ავსტრალია) დუეტი დაამარცხა - 6:4, 4:6, 10:8, მთავარი პრიზი მოიპოვა და წინა კვირის წარმატება გაიმეორა.

ოღონდ მაშინ პალკინასთან ერთად ამერიკელებს - ანამიკა ბჰარგავას და ნიკოლ მელიჩარს აჯობა - 6:1, 6:3.

შეჯიბრების დამთავრების შემდეგ კალაშნიკოვა ანტალიაში დარჩა და ძირითად ბადეში, წინასწარი განაცხადით, მე-5 განთესვას მიიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული