დევისის თასის პლეი ოფი და ნახევარფინალის კონტურები

AutoSharing Option
ლონდონში გაიმართა დევისის თასის მსოფლიო ჯგუფის წილისყრა. 16 ნაკრები შემდეგნაირად დაწყვილდა: ესპანეთი-უკრაინა, ჰოლანდია-ავსტრია, ხორვატია-ბრიტანეთი, შვეიცარია-ეკვადორი, გერმანია-ბრაზილია, პოლონეთი-ავსტრალია, ბელგია-ისრაელი, იაპონია-კოლუმბია.

მატჩები 13-15 სექტემბერს გაიმართება და გამარჯვებული გუნდები 2014 წელს დევისის თასის მსოფლიოს ჯგუფში ითამაშებენ.

* * *
ამასობაში მოახლოვდა ქალთა შორის მსოფლიოს არაოფიციალური გუნდური ჩემპიონატის - ფედერაციის თასის ნახევარფინალური ეტაპი და მონაწილე გუნდების კაპიტნებმა მომავალი მატჩებისთვის შემადგენლობების დასახელება დაიწყეს.

ერთ-ერთ ნახევარფინალში რუსეთის ნაკრები სლოვაკეთს უმასპინძლებს. რუსების კაპიტანმა შამილ ტარპიშჩევმა ამ მატჩისთვის შემდეგი ჩოგბურთელები მიიწვია: მარია კირილენკო, ანასტასია პავლიუჩენკოვა, ეკატერინა მაკაროვა და
ელენა ვესნინა
.

ასევე ცნობილი გახდა სლოვაკების არჩევანის შესახებ. სტუმრების კაპიტანმა მატეი ლიპტაკმა ასეთი შემადგენლობა დაასახელა: დომინიკა ციბულკოვა, მაგდალენა რიბარიკოვა, დანიელა ჰანტუხოვა და იანა ჩეპელოვა.

მეორე ნახევარფინალში ითამაშებენ იტალია და ჩეხეთი. შეხვედრა ქალაქ პალერმოში გაიმართება. გუნდები ოპტიმალური შემადგენლობებით ითამაშებენ.

მასპინძლების კაპიტანმა კორადო ბარაცუტიმ შემდეგ მოთამაშეებზე შეაჩერა არჩევანი: სარა ერანი, რობერტა ვინჩი, ფრანჩესკა სკიავონე და ფლავია პენეტა.

ასევე გახდა ცნობილი ჩეხების კაპიტნის, პეტრ პალას არჩევანის შესახებ. მოქმედი ჩემპიონის შემადგენლობა ოპტიმალურია: პეტრა კვიტოვა, კლარა ზაკოპალოვა, ლუსი საფაროვა, ანდრეა ჰლავაჩკოვა და ლუსი ჰრადეცკა.

ფედერაციის თასის ნახევარფინალები 20-21 აპრილს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დევისის თასი: კანადისა და ჩეხეთის ახალი ისტორია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული