მარია შარაპოვა: გრუნტზე დღემდე მიჭირს თამაში

AutoSharing Option
მოახლოებული როლან გაროსის წინ მარია შარაპოვამ იტალიურ პრესასთან ილაპარაკა გრუნტის სეზონისთვის ადაპტაციის ნიუანსებზე და განაცხადა, რომ ეს საფარი მისთვის ძველებურად რთული და მოუხერხებელია.

რუსი ჩოგბურთელი შარშან საფრანგეთის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა. გარდა ამისა, მარია ბოლო ორი წელი რომის ტურნირის გამარჯვებული ხდებოდა.

"ეს სეზონი ისეთივეა, როგორიც დანარჩენები - საჭიროა გრუნტისთვის ადაპტაცია. ვარჯიშის პირველი დღეები უჩვეულოა, შემდეგ ეს პროცესი უფრო იოლი ხდება, მაგრამ მაინც ჩნდება გარკვეული პრობლემები. ჩემთვის გრუნტზე თამაში დღემდე მოუხერხებელია.

შტუტ
გარტში რამდენიმე რთული მატჩი ჩავატარე და მოხარული ვარ, რომ მათი
მოგება შევძელი. მადრიდშიც კარგი კვირა გამოვიდა. რა თქმა უნდა, ვისურვებდი იქ ჩემპიონობის მოპოვებას, მაგრამ, საერთო ჯამში, კარგი სათამაშო პრაქტიკა მივიღე"
, - ამბობს შარაპოვა.

ასევე, რუსმა განაცხადა, რომ მამამისი აღარ დაყვება ტურნირებზე, მაგრამ მის ერთ-ერთ მწვრთნელად რჩება და დიდ როლს თამაშობს სეზონისთვის მზადებაში.

"მამა მუდმივად კავშირზეა, თითქმის ყოველდღე ველაპარაკები. ის ჩემი კარიერის ყოველ ასპექტშია ჩართული. არავინ იცის ჩემი თამაში მასზე უკეთ. მამამ იცის, როდის უნდა მომცე
ს რჩევა და როდის გაჩუმდეს".

ჩოგბურთელის სიტყვებით, იური შარაპოვი მისი ძირითადი მწვრთნელი ხდება იმ პერიოდში, როცა მარიას მთავარი მწვრთნელი ტომას ჰოგსტედტი შვებულებაში მიდის. "ჩვეულებრივ, ეს გრუნტის სეზონის წინ ხდება. ორკვირანახევრის განმავლობაში მამასთან და სპარინგ-პარტნიორთან ვლადიმერ ვოლჩკოვთან ერთად ვვარჯიშობ", - ხსნის მარია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
თამამი მარია შარაპოვა - ხორცისფერ საცურაო კოსტიუმში [ფოტოგალერეა]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული