საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები დევისის თასზე 25 მაისს საბერძნეთს შეხვდება

AutoSharing Option
საქართველოს ჩოგბურთელ ვაჟთა ნაკრები (გიორგი ცივაძე, ალექსანდრე მეტრეველი, შოთა მეფარიძე, კაპიტანი ვიქტორ ბაკში) წარმატებით გამოდის სან მარინოში დევისის თასის გათამაშების ევროაფრიკული ზონის მე-3 ჯგუფში.

ასპარეზობის პირველ დღეს ჩვენმა ნაკრებმა სომხეთს მოუგო 3:0, მეორე ტურში მასპინძლებიც ასეთივე ანგარიშით დაამარცხა: გიორგი ცივაძე - მარკო დე როსი (6:0, 6:0, ალექსანდრე მეტრეველი - დიეგო ძონძი 6:1, 4:6, 6:0, ცივაძე, მეტრეველი - დე როსი, დომენიკო ვიჩინი 6:1, 7:5.

ევროაფრიკული ზონის მე-2 ჯგუფში გადასასვლელად საქართველოს ნაკრები 25 მაისს A ჯგუფის გამარჯვებულ საბერძნეთის ვაჟთა გუნდს დაუპირისპირდება.

ელადელებმა,
ჩერნოგორიელების მსგავსად, ლიხტენშტეინიც მშრალი ანგარიშით დაამარცხეს. მეორე ნახევარფინალურ წყვილში ნორგეგია და მაკედონია გაარკვევენ ერთმანეთთან ურთიერთობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული