ანა ტატიშვილს სერენა უილიამსთან წაგება რეიტინგში წაადგა

AutoSharing Option
თბილისელმა ანა ტატიშვილმა საფრანგეთის ღია პირველობის სასტარტო შეხვედრა ტურნირის რეიტინგფავორიტ სერენა უილიამსთან (აშშ, 0:6, 1:6) წააგო. ამის მიუხედავად, ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგში 83-ედან 74-ე ადგილზე დაწინაურდა.

წინსვლა სტრასბურგის საერთაშორისო ტურნირის მეოთხედფინალში გასვლით მოპოვებულმა 70-მა ქულამ განაპირობა.

რეიტინგში 13 საფეხურით წაიწია თბილისელმა ოქსანა კალაშნიკოვამ და ახლა იგი 307-ე ადგილზეა.

დღევანდელი მონაცემებით, რეიტინგში ჩვენებურთა მდგომარეობა ასეთია: 74 (83). ანა ტატიშვილი (847 ქულა), 255 (256). სოფიო შაფათავა (212), 307 (320). ოქსანა კალაშნიკოვა (146), 409 (410). მაკა ჩახნაშვილი (87), 479 (477). სოფიო
ქვაცაბაია
(65), 538 (539). ეკატერინე გორგოძე (52), 825 (829). ნათია გეგია (18).

წყვილებში ოქსანა 879 ქულით 96-ეა, ხოლო ტატიშვილმა 466 ქულით 156-ე საფეხურზე გადაინაცვლა. რეიტინგში ორივე ჩვენებურს შეუძლია წინსვლა, თუკი პარიზში როლან გაროსზე წყვილთა პირველ ეტაპს დასძლევენ.

ტატიშვილი და ბელორუსი ოლგა გოვორცოვა ფრანგებს - სტეფანი ფორეც-გასონსა და ირინა პავლოვიჩს დაუპირისპირდებიან.

კალაშნიკოვა პოლონელ ალისია როსოლსკასთან ერთად უკრაინელი ირინა ბურიაჩოკისა და ბრიტანელი ჰიზერ უოტსონის დუეტთან გაარკვევს ურთიერთობას.

ახალი კვირის დაწყებასთან ერთად, ახალ შეჯიბრებებში ჩაებმებიან სხვა ქართველი ჩოგბურთელებიც. ჩახნაშვილი იტალიის ქალაქ გრადოს საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) საკვალიფიკაციო ეტაპიდან ცდილობდა ძირითად ბადეში მოხვედრას, მაგრამ სტარტზევე მასპინძელ ჟასმინ პაოლინის დანებდა - 2:6, 7:5, 6:7.

მოსკოვის 25-იან ტურნირში იბრძოლებს მთავარი პრიზისთვის სოფიო შაფათავა. იგი ძირითად ბადეშია.

ადანას 10-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში იასპარეზებენ მარიამ ბოლქვაძე და კვალიფიკაციიდან აღზევებული ანა ქადაგიძე. ისინი პირველ ტურში გაარკვევენ ერთმანეთთან ურთიერთობას. წყვილებში ქადაგიძე და ანელი პოკრასი (ესტონეთი) მეოთხე ნომრად განთესილ ოლგა ივანჩუკსა (უკრაინა) და ზუზანა ზლოჩოვას (სლოვაკეთი) შეხვდებიან, ხოლო ბოლქვაძესა და ნაზალ უნლუგენს (თურქეთი) ტურნირის მესამე ნომრები - ანეტე მუნოზოვა (შვედეთი) და აბიე მიერსი (ავსტრალია) ჰყავთ მეტოქედ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
როლან გაროსზე ანა ტატიშვილმა სერენა უილიამსთან 0:6, 1:6 წააგო
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლაშა, ეგ უნდა დამეწერა ახლა. რა ოროსნები არიან.
odala
23:30 28-05-2013
0
წაგება რეიტინგში როგორ წაადგა შენც მაგარი ხარ, წინა ტურნირის ქულები თუ დაემატა ამ წაგებას რას აბრალებ. წერ წერ სიმართლე მაინც დაწერე რა
lasha
19:42 28-05-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული