ტორნადო, სახელად სერენა უილიამსი

AutoSharing Option
ამ ეტაპზე ისე ჩანს, რომ ქალთა ტურნირის გათამაშებას აზრი არ აქვს და შეიძლება პირდაპირ მიანიჭონ მთავარი პრიზი ამერიკელ სერენა უილიამსს. მან მესამე მატჩი ჩაატარა მიმდინარე როლან გაროსზე და ჯამში მხოლოდ ექვსი გეიმი წააგო. ამჯერად, ამერიკელის მსხვერპლი გახდა 26 წლის რუმინელი სორანა კირსტეა - 6:0, 6:2.

შარშან, საფრანგეთის ღია პირველობაზე პირველ წრეში წაგების შემდეგ, უმცროსი უილიამსის სტატისტიკა დაუჯერებლად მოსჩანს. იქედან მოყოლებული, ამერიკელმა 73 მატჩი ჩაატარა და 70 მოიგო, მოიპოვა მთავარი პრიზი უიმბლდონზე,
ამერიკის ღია პირველობაზე, ლონდონის ოლიმპიადასა და WTA-ის შემაჯამებელ ტურნირზე, ამ მომენტში კი უილიამსს ზედიზედ 27-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს.

მესამე წრეში სერენას შეჩერებას ეცდება იტალიელი რობერტა ვინჩი.

ორი დღე გაგრძელდა მოქმედი ჩემპიონის, რუსი მარია შარაპოვასა და 19 წლის კანადელი იუჯინი ბუშარის შეხვედრა. თამაში წვიმის გამო მაშინ შეწყდა, როცა შარაპოვა 6:2, 4:2-ს უგებდა იუნიორებს შორის შარშანდელ ჩემპიონს. სხვათა შორის, ბუშარმა გაბრძოლება სცადა და ახლოს იყო 5:5-თან, მაგრამ ბრეიკ-პოინტზე ბექჰენდის შესრულებისას შეცდომა დაუშვა და მარიამ ეს არ აპატია. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ გუშინ, შარაპოვამ 15 წუთი დაჰყო კორტზე მესამე წრის საგზურის მოსაპოვებლად.

ქალები
II წრე
სტეფანი ფოგელი (შვეიც)-კაია კანეპი (ესტ) 7:6(6), 3:6, 8:6; მარია კირილენკო (რუს, 12)-ეშლი ბარტი (ავსტრა) 6:3, 6:2; მარიონ ბარტოლი (საფ, 13)-მარიანა დუკე-მარინო (კოლ) 7:6(5), 7:5; ფრანჩესკა სკიავონე (იტა)-კირსტენ ფლიპკენსი (ბელ, 21) 6:1, 4:6, 6:3; მარია შარაპოვა (რუს, 2)-იუჯინი ბუშარი (კან) 6:2, 6:4.

1/16 ფინალი
სერენა უილიამსი (აშშ, 1)-სორანა კირსტეა (რუმ, 26) 6:0, 6:2; რობერტა ვინჩი (იტა, 15)-პეტრა ჩეტკოვსკა (ჩეხ) 6:1, 2:6, 6:2; სვეტლანა კუზნეცოვა (რუს)-ბოიანა იოვანოვსკი (სერ) 6:4, 7:6(2); ანჟელიკ კერბერი (გერ, 8)-ვარვარა ლეპჩენკო (აშშ, 29) 6:4, 6:7(3), 6:4; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 4)-დინა პფიცენმაიერი (გერ) 6:3, 6:4; ანა ივანოვიჩი (სერ, 14)-ვირჟინ რაზანო (საფ) 6:3, 6:2; კარლა სუარეს ნავარო (ესპ, 20)-მონიკა პუიგი (პ-რიკ) 6:4, 7:5; სარა ერანი (იტა, 5)-საბინ ლისიცკი (გერ, 32) 6:0, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სუპერმატჩი პარიზის კორტებზე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული