ანა ტატიშვილი პარიზის ღია პირველობას წყვილებშიც გამოეთიშა

AutoSharing Option
პარიზში საფრანგეთის ღია პირველობაზე 31 მაისს წყვილთა პაექრობაში ცდიდა ძალებს თბილისელი ანა ტატიშვილი.

მე-2 წრეში იგი ბელარუს ოლგა გოვორცოვასთან ერთად მესამე ნომრად განთესილ ნადია პეროვას (რუსეთი) და კატარინა სრებოტნიკის (სლოვენია) დუეტთან 75 წუთში დამარცხდა - 5:7, 1:6 და შეჯიბრებას გამოეთიშა.

* * *

მოსკოვში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) მე-6 ნომრად განთესილმა სოფიო შაფათავამ სტარტზე გამარჯვების შემდეგ მეორე წრეში რუს მარგარიტ ლაზარევას აჯობა - 6:2, 6:1, მეოთხედფინალში კი მის თანამემამულე მარინა მელნიკოვას დანებდა - 1:6, 5:7.

ფინალში
ტურნირის რეიტინგფავორიტი კაგლა ბაიუკაკჩაი (თურქეთი) და კვალიფიკაციიდან აღზევებული ესტონელი ანეტ კონტავეიტი გავიდნენ.

ფინალისტები გამოვლინდნენ წყვილთა პაექრობაში. სოფიო შაფათავამ, რომელიც ბელარუს ილონ კრემენთან შეამხანაგებული, მეორე ნომრად იყო განთესილი, გადამწყვეტ რაუნდს ვერ უწია: პირველ წრეში შახლა საიდოვსა (რუსეთი) და ანა შკუდუნს აჯობა - 6:4, 6:3, მეოთხედფინალში კი დაძაბული პაექრობის შემდეგ მოსკოველ ნათელა ძალამიძისა და გერმანელ ანა ზაჯაას დუეტთან დამარცხდა - 6:7, 7:6, 4:10.

მთავარი პრიზისთვის იბრძოლებენ: კსენია კირილოვა, პოლინა მონოვა (ორივე - რუსეთი) - ევგენია პაშკოვა (რუსეთი), ანასტასია ვასილიევა (უკრაინა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული