ჰალე
როლან გაროსის მეოთხედფინალში ჟო-ვილფრიდ ცონგასთან წაგების შემდეგ როჯერ ფედერერი ბალახის სეზონს იწყებს. ის ბრუნდება ჰალეში, სადაც ხუთი ტიტული მოუპოვებია და კიდევ ორჯერ ფინალში უთამაშია. შარშანდელ ფინალში შვეიცარიელი დამარცხდა გერმანელ ტომი ჰაასთან. წელს ეს დამსახურებული ვეტერანები, შესაძლოა, ნახევარფინალში გადაეყარონ ერთმანეთს.
მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ფედერერმა და ჰაასმა ჰალეში
ჰალეს ტურნირის პირველ წრეში როჯერისა და ტომის დუეტი 2011 წლის უიმბლდონის ჩემპიონებს - იურგენ მელცერსა და ფილიპ პეტცშნერს შეხვდება.
ერთეულთა თანრიგში ფედერერიც და ჰაასიც მეორე წრიდან ჩაებმებიან ბრძოლაში.
ქუინზ კლაბი
ენდი მარეი, რომელმაც როლან გაროსი ზურგის ტრავმის გამო გამოტოვა, მზად არის სეზონის გასაგრძელებლად. “ქუინზ კლაბის” ტურნირზე ბრიტანელი პირველ ნომრად არის განთესილი და თამაშს მეორე წრიდან დაიწყებს. მისი პირველი მეტოქე ფრანგ ნიკოლა მაუსა და ამერიკელ რაიან უილიამსის შეხვედრაში გაირკვევა. მეოთხედფინალში ენდიმ შეიძლება ითამაშოს უკრაინელ ალექსანდრ დოლგოპოლოვთან, ნახევარფინალში კი ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგასთან, რომელიც 2011 წელს, “ქუინზ კლაბის” ფინალში ჰყავს დამარცხებული.
აქ პირველ რვა განთესილს შორის ასევე ვხედავთ ტომაშ ბერდიხს, ხუან მარტინ დელ პოტროს, შარშანდელ ჩემპიონს მარინ ჩილიჩს, სემ კუერისა და კევინ ანდერსონს...
ტიტულისთვის ბრძოლაში ჩართვა შეუძლიათ გრიგორ დიმიტროვს, იარკო ნიემინენს, ჟულიან ბენეტოს, ბერნარდ ტომიჩსა და ტურნირის ოთხგზის ჩემპიონს ლეიტონ ჰიუიტს.
ბირმინგემი
ქალთა შორის ბალახის კორტებზე პირველ ტურნირს, ტრადიციულად, ბირმინგემი მასპინძლობს. ამ შეჯიბრის ბადე იმდენად თანაბრია, რომ იქ მოგება 56 მონაწილიდან, პრაქტიკულად, ყველას შეუძლია.
ტურნირის პირველი ნომერია ბელგიელი კირსტენ ფლიპკენსი, რომელიც პირველ წრეში შეიძლება შეხვდეს მოქმედ ჩემპიონს, ამერიკელ მელანი ოუდინს (თუ ეს უკანასკნელი კვალიფიკაციიდან გასულ რომელიმე მეტოქეს დაამარცხებს).
მეორე ნომრად განთესილია რუსი ეკატერინა მაკაროვა, რომელმაც როლან გაროსზე წყვილთა თანრიგში გაიმარჯვა (ელენა ვესნინასთან ერთად). მისი პოტენციური მეტოქეები არიან: იტალიელი ფრანჩესკა სკიავონე (1/8-ფინალი), ბრიტანული პუბლიკის იმედი ლორა რობსონი (1/4-ფინალი) და ბირმინგემის ტურნირის ყოფილი ჩემპიონი, გერმანელი საბინა ლისიცკი (1/2-ფინალი).
ასევე ბირმინგემში გამოდიან სორანა კირსტეა, მონა ბარტელი, ურსულა რადვანსკა, იანინა ვიკმაიერი, აიუმი მორიტა, კრისტინა მლადენოვიჩი, ბოიანა იოვანოვსკი, ჰიზერ უოტსონი, მაგდალენა რიბარიკოვა და დანიელა ჰანტუხოვა...
ნიურნბერგი
მათთვის, ვინც როლან გაროსის შემდეგ ისევ გრუნტზე თამაში გადაწყვიტა, ნიურნბერგში იმართება ტურნირი, რომელსაც წელს დებიუტი აქვს WTA-ს ტურში. აქ განთესვის პირველი ნომერი და მთავარი ფავორიტის სტატუსი სერბ ელენა იანკოვიჩს ეკუთვნის. მას მთავარ პრიზში შეეცილებიან: კლარა ზაკოპალოვა, ალიზ კორნე, იულია გორგესი, ლუსი საფაროვა, ლურდეს დომინგეს ლინო, სიმონა ჰალეპი, ანიკა ბეკი და ანაბელ მედინა გარიგესი, რომელსაც იანკოვიჩი, შესაძლოა, მეორე წრეში შეხვდეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რაფაელ ნადალმა როლან გაროსი მერვედ მოიგო [VIDEO]
სერენა უილიამსმა პარიზში 11 წლის შემდეგ იმარჯვა [VIDEO]