"რაფა უიმბლდონზე მეხუთე ნომრად იქნება განთესილი და ეს ნამდვილი დანაშაულია. ის გაცილებით მეტს იმსახურებს, - ამბობს ამასთან დაკავშირებით ბრიტანელი ენდი მარეი. - სამწუხაროა, რომ ჩოგბურთში სარეიტინგო სისტემა ასე მუშაობს. ის ითვალისწინებს მხოლოდ ერთი სეზონის შედეგებს, იმ დროს, როცა სპორტის
მარეიმ, რომელმაც როლან გაროსი ზურგის ტრავმის გამო გამოტოვა, პროფესიულ ტურში გამოსვლა "ქუინზ კლაბის" ტურნირზე განაახლა, თუმცა მან ვერ დაასრულა მეორე წრის მატჩი ფრანგი ნიკოლა მაუს წინააღმდეგ. ბრიტანელმა 6:3 მოიგო პირველი სეტი, მეორეში კი 2:2-ზე შეხვედრა წვიმის გამო გადაიდო.
"ბოლო დღეების განმავლობაში ზურგი საერთოდ არ მაწუხებს და თავს შესანიშნავად ვგრძნობ. რამდენიმე ვარჯიში ჩავატარე წამყვან ჩოგბურთელებთან ერთად. არ მინდა დავითარსო, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაფერი კარგად მიდის", - განაცხადა მარეიმ.
* * *
მარეი კვლავინდებურად ლეგენდარული ამერიკელის, ივან ლენდლის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს. მწვრთნელმა tennis.com-ზე თავის შეგირდთან ურთიერთობებზე ილაპარაკა.
"მე და ენდი არ ვაწყობთ გეგმებს, - ამბობს ლენდლი. - ჩემი მთავარი უპირატესობა სხვა მწვრთნელებთან შედარებით ისაა, რომ მე არ ვარ დამოკიდებული საკუთარ შეგირდზე და ამ სამუშაოს ფულის გამო არ ვასრულებ. შემეძლო გაცილებით მეტი თანხა მეშოვნა საჩვენებელ ტურნირებში გამოსვლით".
"ასე რომ, მე ყოველთვის პირდაპირ ვეუბნები ენდის სიმართლეს და ეს ძალიან კარგია. თუ ჩემი პირდაპირობით ერთხელ შეიძლება ჩვენი გზები გაიყაროს, დაე, მოხდეს, რაც მოსახდენია. ამ შემთხვევაში დიდი ხნის სურვილს ავისრულებ და გოლფს ვითამაშებ", - დაამატა ამერიკელმა.
მონფილსის უარი უიმბლდონს
ფრანგული ჩოგბურთის ერთ-ერთმა ლიდერმა გაელ მონფილსმა უიმბლდონის გამოტოვება გადაწყვიტა. ჩოგბურთელმა ეს გადაწყვეტილება პირადი მიზეზებით ახსნა, თუმცა კონკრეტული არაფერი უთქვამს.
იტყობინებიან, რომ მონფილმა გამოიტანა განაცხადი უიმბლდონის უაილდ-ქარდზე.
იმის თქმა შეიძლება, რომ გაელის გადაწყვეტილება ტრავმას არ უკავშირდება. ამ კვირას ფრანგი ჰალეს ტურნირზე წარმატებით გამოდის - მან უკვე ორი წრე გაიარა. პირველ რაუნდში კანადელი მილოშ რაონიჩი ორ სეტში დაამარცხა, ასევე ორ პარტიაში გაუსწორდა ჩეხ იან ჰერნიხს - 6:2, 6:3.
* * *
ამასობაში უიმბლდონის ორგანიზატორებმა ორი უაილდ-ბარდი გასცეს. მამაკაცებს შორის სპეციალური მიწვევის მფლობელი გახდა ფრანგი ნიკოლა მაუ, რომელიც ATP-ის რეიტინგში 224-ე პოზიციას იკავებს. სავარაუდოდ, მაუს მიწვევა იმით არის განპირობებული, რომ ის იყო უიმბლდონის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მატჩის მონაწილე. 2011 წელს ფრაგის მატჩი ჯონ ისნერის წინააღმდეგ 11 საათი და 5 წუთი გაგრძელდა და ბოლო სეტის ანგარიში იყო - 70:68.
რაც შეეხებათ ქალებს, აქ ძირითად ბადეში მოსახვედრი უაილდ-ქარდის მფლობელი გახდა გერმანელი ანდრეა პეტკოვიჩი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ნახევარი წლის წინ როლან გაროსის მოგება არარეალური ჩანდა