როჯერ ფედერერი გააფრთხილეს: ნარინჯისფერი არ შეიძლება

AutoSharing Option
უიმბლდონის პირველი წრის შემდეგ უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდა შვეიცარიელი როჯერ ფედერერი. "დიდი სლემის" რიგით მესამე ტურნირის ორგანიზატორებმა როჯერს მოსთხოვეს იმ სპორტული ფეხსაცმლის შეცვლა, რომლითაც მან პირველი წრის მატჩი ჩაატარა.

როგორც ESPN იუწყება, ორგანიზატორებს არ მოეწონათ შვეიცარიელის ფეხსაცმლის ნარინჯისფერი ძირი. უიმბლდონის წესების თანახმად, სპორტსმენები ვალდებულნი არიან, თეთრი ფერის სპორტული ტანსაცმლით გავიდნენ კორტზე, ხოლო სპორტული ეკიპირების მწარმოებლებმა ტურნირის სტარტამდე 90 დღით ადრე უნდა წარმოადგინონ განსახილველად მოთამაშეთა ფორმის დიზაინი.

მართალია, ფეხსაცმელზე ასეთი მკაცრი კონტროლი დაწესებული არ არის და ჩოგბურთელები პერიოდულად კორტზე სხვადასხვა ფერით გაწყობილი
თეთრი ფეხსაცმლით გადიან, მაგრამ ორგანიზატორებს არ მოეწონათ უიმბლდონის შვიდგზის ჩემპიონის ჩაცმულობაში ასეთი მკვეთრი ფერი. იტყობინებიან, რომ მსგავსი მითითებები სხვა მოთამაშეებმაც მიიღეს.

ცხვირაწეული ვარსკვლავები
ბრიტანელმა ჩოგბურთელმა ჰიზერ უოტსონმა საინტერესო კომენტარი მისცა WTA-ს ტურის მოთამაშეებს შორის ურთიერთობებზე.

"TOP4-ის წევრები საერთოდ არავის ელაპარაკებიან. ვიქტორია აზარენკა "გამარჯობას" მაინც ამბობს, მაგრამ დანარჩენები მაქსიმალურად ცდილობენ, არავის დაელაპარაკონ. მე ასე მოქცევა არ შემიძლია. რამდენჯერმე ვცადე, არავის დავლაპარაკებოდი, მაგრამ ვერ შევძელი. მე ასეთი არ ვარ.

მაგრამ, ისინი ასე ცხოვრობენ. მათ არ სურთ, თუნდაც იოტისოდენა სისუსტე გამოამჟღავნონ, თუმცა მე ეს სისუსტედ არ მიმაჩნია. დიახ, შენ შეგიძლია არ დაილაპარაკო მაშინ, როცა თამაშობ, მაგრამ კორტის მიღმა ყველანი ადამიანები ვართ. რა თქმა უნდა, დაუნდობელი უნდა იყო, მაგრამ არ შეიძლება ყველას იგნორირება.

როცა ნიკ ბოლეტიერის გადავეყრები ხოლმე, ის მუდმივად ჭკუას მარიგებს: "შენ ზედმეტად კეთილი ხარ, ასე არ შეიძლება. არავის დაელაპარაკო, შეწყვიტე ყველასთან ურთიერთობა. უხეში უნდა იყო". ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის"
, - ამბობს ბრიტანელი ჩოგბურთელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უიმბლდონი 2013: ტრავმებისგან დამარცხებულები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული