როგორც ESPN იუწყება, ორგანიზატორებს არ მოეწონათ შვეიცარიელის ფეხსაცმლის ნარინჯისფერი ძირი. უიმბლდონის წესების თანახმად, სპორტსმენები ვალდებულნი არიან, თეთრი ფერის სპორტული ტანსაცმლით გავიდნენ კორტზე, ხოლო სპორტული ეკიპირების მწარმოებლებმა ტურნირის სტარტამდე 90 დღით ადრე უნდა წარმოადგინონ განსახილველად მოთამაშეთა ფორმის დიზაინი.
მართალია, ფეხსაცმელზე ასეთი მკაცრი კონტროლი დაწესებული არ არის და ჩოგბურთელები პერიოდულად კორტზე სხვადასხვა ფერით გაწყობილი
ცხვირაწეული ვარსკვლავები
ბრიტანელმა ჩოგბურთელმა ჰიზერ უოტსონმა საინტერესო კომენტარი მისცა WTA-ს ტურის მოთამაშეებს შორის ურთიერთობებზე.
"TOP4-ის წევრები საერთოდ არავის ელაპარაკებიან. ვიქტორია აზარენკა "გამარჯობას" მაინც ამბობს, მაგრამ დანარჩენები მაქსიმალურად ცდილობენ, არავის დაელაპარაკონ. მე ასე მოქცევა არ შემიძლია. რამდენჯერმე ვცადე, არავის დავლაპარაკებოდი, მაგრამ ვერ შევძელი. მე ასეთი არ ვარ.
მაგრამ, ისინი ასე ცხოვრობენ. მათ არ სურთ, თუნდაც იოტისოდენა სისუსტე გამოამჟღავნონ, თუმცა მე ეს სისუსტედ არ მიმაჩნია. დიახ, შენ შეგიძლია არ დაილაპარაკო მაშინ, როცა თამაშობ, მაგრამ კორტის მიღმა ყველანი ადამიანები ვართ. რა თქმა უნდა, დაუნდობელი უნდა იყო, მაგრამ არ შეიძლება ყველას იგნორირება.
როცა ნიკ ბოლეტიერის გადავეყრები ხოლმე, ის მუდმივად ჭკუას მარიგებს: "შენ ზედმეტად კეთილი ხარ, ასე არ შეიძლება. არავის დაელაპარაკო, შეწყვიტე ყველასთან ურთიერთობა. უხეში უნდა იყო". ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის", - ამბობს ბრიტანელი ჩოგბურთელი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
უიმბლდონი 2013: ტრავმებისგან დამარცხებულები