ერთეულთა პირველობას ისინი ადრევე ჩამოშორდნენ, წყვილებში კი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ: ჩვენებურები მე-2 ნომრად იყვნენ განთესილნი.
ნახევარფინალში ტატიშვილმა და შაფათავამ მე-4 ნომერ ანა ვრლიჩსა (ხორვატია) და მარინა ზანევსკას (უკრაინა) სძლიეს - 5:7, 6:1, 10:3, გადამწყვეტ პაექრობაში კი კლერ ფეუერშტეინისა (საფრანგეთი) და რენატა ვორაკოვას (ჩეხეთი) დუეტს აჯობეს - 6:4, 6:4.
ამ გამარჯვებით ტატიშვილმა რევანში აიღო იმ მარცხისთვის, რომელიც მან
9 ივლისიდან შაფათავა საფრანგეთის 100.000-იან საერთაშორისო ტურნირში ჩაებმება.
ძირითადი ბადის სტარტზე მისი მეტოქეა "უაილდ ქარდით" მიწვეული მასპინძელი ლაურა ტორფი.
წარმატების შემთხვევაში ტურნირის რეიტინგფავორიტ მენდი მინელასა (ლუქსემბურგი) და ირინა რამიალისონს (საფრანგეთი) შორის უძლიერესს დაუპირისპირდება.
წყვილებში თბილისელი ჩოგბურთელი ბულგარელ ალექსანდრინა ნაიდენოვასთან არის შეამხანაგებული და ასპარეზობის სტარტზე ირინა რამიალისონისა და კონსტანცა სიბილეს (ორივე - საფრანგეთი) ტანდემთან გაარკვევს ურთიერთობას.
გერმანიის 25.000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპიდან იბრძოლებს ეკატერინე გორგოძე.
პირველ წრეში იგი თავისუფალი იყო, მეორეში ტაისია მორდერგერს შეხვდება.
სტამბულის ქალთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) ძირითად ბადეშია მიწვეული ოქსანა კალაშნიკოვა. პირველ წრეში მისი მეტოქე 8 ივლისს გაირკვევა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"