ჩემპიონ მარიონ ბარტოლის საპასუხო სვლა

AutoSharing Option
უიმბლდონის ახალმა ჩემპიონმა მარიონ ბარტოლიმ ტურნირის ჩემპიონთა მეჯლისზე დაპატიჟა ბრიტანელი ჟურნალისტი ჯონ ინვერდეილი, რომელმაც საჯაროდ მიაყენა შეურაცხყოფა ჩოგბურთელს.

"მე მივიწვიე მისტერ ინვერდეილი ჩემპიონთა მეჯლისზე იმისთვის, რომ მან მიხილოს საღამოს კაბასა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელებზე. იქნებ, ამის შემდეგ მაინც შეიცვალოს აზრი ჩემს შესახებ", - განაცხადა ბარტოლიმ.

ფრანგისა და გერმანელი საბინ ლისიცკის ფინალის დროს, ინვერდეილმა BBC5-ის რადიოეთერში ასეთი სიტყვები წარმოთქვა:

"საინტერესოა, რას ელაპარაკებდა პატარა მარიონს მამა, როცა შვილს ჩოგბურთის თამაშს ასწავლიდა? ალბათ, ამას: "შენ ვერასოდეს გახდები ლამაზმანი! ვერ იქნები ისეთი, როგორიც მარია შარაპოვაა,
ასე რომ, ნამდვილი მებრძოლი უნდა გაიზარდო".

მატჩის შემდეგ, ინვერდეილი ბრიტანეთის საჩოგბურთო საზოგადოების მკაცრი კრიტიკის ობიექტი გახდა.

კომენტატორმა გამოაცხადა, რომ არ უფიქრია ბარტოლის შეურაცხყოფა, თუმცა BBC-ის ხელმძღვანელობამ ინვერდეილს საჯაროდ ბოდიშის მოხდა აიძულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩოგბურთი. რეიტინგები: როჯერ ფედერერი TOP4-ის მიღმა
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბარტოლი შეიძლება ლამაზი არ არის მაგრამ რა გაუხდათ ეს ფიცარივით გაბრტყელებული შარაპოვა - ლამაზი ქალი არ უნახიათ?! - ანა ივანოვიჩია მართლა სიმპატიური!!! - იულია გერგესი არის ძალიან ქალური! ლორა რობსონის მსვენიერი გოგოა და ის კიდევ კანადელი ახალი პატარა გოგო გვარი დამავიწყდა! ჰანტუხოვაც კარგი გოგოა და ის ჩვენებური ჩაკვეტაძე კიდევ სინაზის განსახიერება იყო! ერთი ესპანელია კიდევ ახალგამოჩენილი საკმაოდ სიმპატიური, მისი გვარიც აღარ მახსოვს! ვოზნიაცკისაც რა უჭირს!
brola
01:02 09-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული