თბილისელმა ოქსანა კალაშნიკოვამ სტამბულის 25-ათასიანი ტურნირის ერთეულთა თანრიგში მეოთხედფინალური პაექრობა დათმო კატერინა კოზლოვასთან (უკრაინა, 4:6, 3:6). სამაგიეროდ, მის თანამემამულე ლუდმილა კიჩენოკთან ერთად წყვილებში იყოჩაღა: ტურნირის რეიტინგფავორიტები პირველ წრეში თავისუფალნი იყვნენ.
მეოთხედფინალში მელის სეზერსა (თურქეთი) და ჟამსინა ტინჯიჩს (ბოსნია-ჰერცეგოვინა) სძლიეს - 6:3, 6:1, ნახევარფინალში ბასაკ ერაიდინისა (თურქეთი) და ელიზავეტა კულიჩკოვას (რუსეთი) წყვილი დაამარცხეს - 6:1, 7:6, ფინალში კი ალიონა ფომინას (უკრაინა) და ანია პრისლანის (სლოვენია) ტანდემს აჯობეს - 6:2, 4:6,
ასევე წყვილებში მიზანთან ახლოს იყო ანა ტატიშვილი რუს ნინა ბრატჩიკოვასთან ერთად.
ბუდაპეშტის საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 235.000 დოლარი) ანამ და ნინამ ჯერ უნგრელები - რეკა-ლუკა იანი და აგნეს ბუკტა (7:5, 6:3), მერე სანდრა კლემენჩიტსი (ავსტრია) და ანდრეა კლეპაჩი (სლოვენია) ჩამოიშორეს გზიდან (6:1, 6:2), 14 ივლისს კი ფინალური პაექრობა ანდრეა ჰლავაჩკოვას და ლუსი ჰრადესკას (ორივე - ჩეხეთი) დუეტთან დათმეს და მეორე ადგილს დასჯერდნენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"