ოქსანა კალაშნიკოვა ბაქოს ტურნირის წყვილთა შეჯიბრების ნახევარფინალშია

AutoSharing Option
აზერბაიჯანის დედაქალაქში, ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 235.000 დოლარი) წყვილთა პაექრობის მეოთხედფინალში, წარმატებით ითამაშეს მეორე ნომრად განთესილმა თბილისელმა ოქსანა კალაშნიკოვამ და ირინა ბურიაჩოკმა (უკრაინა), რომლებმაც დაძაბულ პაექრობაში ილონა კრემენისა (ბელორუსი) და მარინა მელნიკოვას (რუსეთი) დუეტს აჯობეს - 6:4, 7:5.

ნახევარფინალში ისინი ანა ტატიშვილი-ვესნა დოლონჩისა (სერბეთი) და ჩეხი დების - კაროლინა და კრისტინა პლისკოვების წყვილებს შორის უძლიერესს დაუპირისპირდებიან.

* * *

სტამბულის ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) გამოეთიშა ალექსანდრე მეტრეველი - მეორე წრეში ჩვენებური ალექს ლომპარტთან (პუერტო
რიკო) დამარცხდა - 6:7, 1:6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული