"ჩემს მომავალს ვუკავშირებ მოგზაურობებს, თანც ზურგჩანთებით. კარგი იქნებოდა ისეთი ქვეყნების მონახულება, სადაც ჯერ არ ვყოფილვარ, გამეცნო ქალაქები სხვა კუთხით და არა მოუცლელი ჩოგბურთელის თვალით", - განაცხადა ფედერერმა გერმანული გამოცემა Spox.com-თან ინტერვიუში.
შვეიცარიელმა აღნიშნა, რომ მისი ამგვარი აზრები არ ნიშნავს კარიერის სწრაფად დასრულებას. "მე არ გავჩერდები "დიდი სლემის" 17 ტიტულზე.
როჯერმა ასევე განაცხადა, რომ ჩოგბურთი მისთვის მთავარი პრიორიტეტია: "მე ვფიქრობ ჩოგბურთზე მაშინაც კი, როცა არდადეგებზე ვარ. რა თქმა უნდა, ოჯახი - ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში, მაგრამ ჩემთვის ჩოგბურთიც პრიორიტეტულია. მესმის, რომ ჩემი კარიერა სამუდამოდ ვერ გაგრძელდება, ამიტომაც ვცდილობ ყოველი მომენტისგან სიამოვნება მივიღო. ყოველთვის ვეკითხები საკუთარ თავს - ვიღებ თუ არა სიამოვნებას თამაშისგან თუნდაც იმ დროს, როცა წარმატებას ვაღწევ. იგივე კითხვას ვსვამ მაშინ, როცა რაღაც არ გამომდის. უიმბლდონზე წაგების შემდეგ, საკუთარ თავს ვკითხე: "რა იქნება შემდეგ? ეს როგორ მოხდა?" ჩვეულებრივ, ამის შემდეგ ვახერხებ სწორ გზაზე დადგომას", - ასე დაასრულა თავისი ინტერვიუ ფედერერმა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ჯერჯერობით უცნობია, ითამაშებს თუ არა როჯერ ფედერერი მონრეალის მასტერსზე, რომელიც ორშაბათს დაიწყება. როგორც იცით, გასულ კვირას, როცა შვეიცარიელი გშტაადის ტურნირზე დამარცხდა, მან ამის მიზეზად ზურგის არეში ძლიერი ტკივილი დაასახელა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
როჯერ ფედერერი მონრეალს გამოტოვებს, რაფაელ ნადალი - ცინცინატის?