ანა ტატიშვილი WTA-ს რეიტინგში 18 საფეხურით ჩამოქვეითდა

AutoSharing Option
თბილისელმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა ისევ დაკარგა WTA-ს კლასიფიკაციით პირველ ასეულში ადგილი.

განახლებულ რეიტინგში იგი 624 ქულით 112-ეა. ამჟამად ჩვენებური კანადურ ტორონტოში (საპრიზო ფონდი 2.369.000 დოლარი) იმყოფება - საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი ეტაპი წარმატებით განვლო და ძირითად ბადეში მოხვდა, სადაც დღეს მე-15 ნომრად განთესილ ელენა იანკოვიჩს (სერბეთი) გაუწევს მეტოქეობას.

ტორონტოშივე იმყოფება ოქსანა კალაშნიკოვა. მართალია, იგი ერთეულთა თანრიგის პაექრობებს გამოეთიშა, მაგრამ წყვილებს შემორჩა და ალისია როსოლსკასთან (პოლონეთი) ერთად სტარტზე ეუჟენ ბუშარისა (კანადა) და კირსტენ ფლიპკენსის (ბელგია) ტანდემს დაუპირისპირდება. წყვილებში იგი 1500 ქულით 58-ე
ადგილზეა, ტატიშვილს კი 970 ქულით 93-ე საფეხური უკავია.

განახლებული კლასიფიკაციით ჩვენებურთა მაჩვენებლები ასეთია: 112 (94). ანა ტატიშვილი (624 ქულა), 272 (288). სოფიო შაფათავა (179), 295 (298). ოქსანა კალაშნიკოვა (160), 435 (435). მაკა ჩახნაშვილი (83), 475 (486). ეკატერინე გორგოძე (71), 551 (575). სოფიო ქვაცაბაია (52), 991 (864). ნათია გეგია (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული