რეიტინგში ნოვაკ ჯოკოვიჩი დამაჯერებლად ლიდერობს, მაგრამ მომდევნო სამი თვის განმავლობაში მას 5000 ქულაზე მეტი აქვს დასაცავი, იმ დროს, როცა მის უშუალო კონკურენტებს - გაცილებით ნაკლები.
ნოვაკ ჯოკოვიჩი
ენდი მარეიზე 3500-ქულიანი უპირატესობა სოლიდური ჩანს. ენდისა
ენდი მარეი
მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანელი "დიდი სლემის" ორი ტურნირისა და ოლიმპიადის მოქმედი ჩემპიონია, რეიტინგის პირველ საფეხურამდე მას ძალიან ბევრი უკლია. ასე იმიტომ მოხდა, რომ ძირითადი აქცენტი უიმბლდონის მოგებაზე გაკეთდა. ამ მიზნის მისაღწევად როლან გაროსის გამოტოვებამ დააზარალა ენდის სარეიტინგო მდგომარეობა, თუმცა, უიმბლდონის მოგებით, 2000-ქულიანი ბალანსი შენარჩუნდა, ოღონდ ეს საკმარისი არ არის მწვერვალზე მოსახვედრად. გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს დარჩენილ მასტერსებზე წარმატებული გამოსვლა, რომლებზეც მარეიმ 2012 წელს არც ისე კარგად ითამაშა, თუმცა, ამასთან, აუცილებელია შარშანდელი ტიტულის დაცვა აშშ-ის ღია პირველობაზე.
რაფაელ ნადალი
ტურში დაბრუნების შემდეგ, ცხრა შესაძლებლიდან ცხრა ფინალი - საკმაოდ სერიოზული განაცხადია დომინირებაზე. თუ ნადალი ასეთ დონეზე გამოსვლას გააგრძელებს, ჯოკოვიჩთან 5000-ქულიანი ჩამორჩენა ასეთი უიმედო აღარ მოგვეჩვენება.
რაფა ATP-ის ჩემპიონთა რბოლის ლიდერია. შარშან, სეზონის მეორე ნახევარში მას არ უთამაშია, ამიტომაც, სანამ სხვები ქულების დაცვით იქნებიან დაკავებულნი, ესპანელს შეუძლია შეუტიოს. მაგრამ საკითხავია, გაუძლებს თუ არა რაფაელის მუხლები სამი თვე ჰარდზე თამაშს. მარტში მან მოიგო ინდიან უელსის მასტერსი, მაგრამ ის ერთადერთი ტურნირი იყო მისთვის ჰარდზე გრუნტის შეჯიბრებების წინ, ახლა, კი გაცილებით რთული ამოცანის წინაშეა. ესპანელის პირველი გაჩერებაა მონრეალი, სადაც მას ელის ნახევარფინალი ნოვაკ ჯოკოვიჩთან (თუ იქამდე მიაღწია). მოსალოდნელ დაპირისპირებას ინტრიგას მატებს ნოვაკის მამის ბოლოდროინდელი გამონათქვამები.
როჯერ ფედერერი
იანვრიდან აგვისტომდე როჯერ ფედერერმა ჯამში 2695 ქულა დაკარგა. "მაესტროს" დრო გადის და, ალბათ, რეიტინგის პირველი ადგილი მან უნდა დაივიწყოს. სამპრასის რეკორდი კლასიფიკაციის უმაღლეს საფეხურზე ყოფნის ხანგრძლივობით ფედერერმა შარშან დაამხო და ახლა, როჯერს ლოკალური ამოცანების გადაწყვეტა უწევს. ერთ-ერთი ამოცანაა წლის შემაჯამებელ ტურნირზე მოხვედრა.
მონრეალის მასტერსის გამოტოვებამ, შესაძლოა, კიდევ უფრო გააუარესოს ფედერერის პოზიციები ATP-ის ჩემპიონთა რბოლაში (ამჟამად, შვეიცარიელი მეექვსე ადგილზე იმყოფება). ჯერჯერობით წარმოუდგენელია წლის შემაჯამებელი ჩემპიონატი შვეიცარიელის გარეშე. ამიტომაც უნდა ვივარაუდოთ, რომ როჯერს სულ მალე ვიხილავთ კორტზე - წესით, ცინცინატის მასტერსს ის არ გამოტოვებს.
ნოვაკ ჯოკოვიჩი: მამის სიტყვებზე პასუხს არ ვაგებ
მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი გამოეხმაურა იმ კრიტიკულ სიტყვებს, რომელიც მისმა მამამ - სდრიან ჯოკოვიჩმა რაფაელ ნადალისა და როჯერ ფედერერის მიმართულებით ისროლა. შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ, უფროსმა ჯოკოვიჩმა ინტერვიუ მისცა სერბულ გამოცემა Kurir-ს და არაკორექტულად ილაპარაკა თავისი ვაჟის კონკურენტებზე.
"სამწუხაროა, რომ ამ სიტყვებმა ასეთი დიდი რეზონანსი გამოიწვია. შესაძლოა, ეს მტკივნეულად მოხვდათ გულზე ჩემს კოლეგებს, რომლებთანაც კარგი და პატიოსანი ურთიერთობა მაქვს. მაგრამ, რამდენადაც ნაღვლიანი არ უნდა იყოს ეს, მე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას მამის საქციელსა და სიტყვებზე. თითოეულს აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება და მამაჩემი, რომელიც ძალიან მიყვარს, გამონაკლისი არ არის", - ამბობს ნოვაკი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ნოვაკ ჯოკოვიჩის მამა: ენდი მარეი კარგია, როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი - ცუდები