ანა ტატიშვილი ცინცინატის ტურნირის ძირითად ბადეშია

AutoSharing Option
ცინცინატიში დაიწყო ჩოგბურთელთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 2.369.000 დოლარი).

მანდილოსანთა საკვალიფიკაციო ეტაპზე ცდიდა ძალებს 23 წლის თბილისელი ანა ტატიშვილი.

პირველ წრეში ჩვენებურმა სამ სეტში სძლია 30 წლის ჩინელ ჟიე ჟენს (რეიტინგში - 56-ე) - 5:7, 6:1, 6:2, მეორეში კი 42 წლის კიმიკო დატე-კრუმი (რეიტინგში 63-ე) საათნახევარში ჩამოიშორა გზიდან - 6:3, 6:4 და წლეულს სიდნეიში მარცხისთვის (3:6, 0:6) რევანში აიღო.

ამ გამარჯვებით ტატიშვილმა ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა და სარეიტინგო 30 ქულაც დაიმსახურა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული