ანა ტატიშვილმა ცინცინატიში მარია კირილენკოსთან 3-საათიანი ორთაბრძოლა დათმო

AutoSharing Option
12 აგვისტოს, ცინცინატის საერთაშორისო ტურნირის ძირითადი ბადის პირველ წრეში ანა ტატიშვილი მე-16 ნომრად განთესილ რუს მარია კირილენკოს ეთამაშა.

ჩვენებურმა პირველი სეტი უკეთ ითამაშა და 45 წუთში 6:4 მოიგო.

მეორე სეტი საათზე მეტხანს გაგრძელდა, ანამ მხოლოდ ტაი-ბრეიკში დათმო - 4:7.

ყველაფერი მესამე სეტში გადაწყდა: 2:3-ზე ანამ საკუთარი მოწოდება დაკარგა, თუმცა მოწოდებაც მალევე დაიბრუნა და 5:4 დაწინაურდა.

ანამ მაინც ვერ გაძლო და 5:5-ზე კიდევ ერთი მოწოდება დათმო, თუმცა ერთხელაც გაიბრძოლა და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა - 6:6.

ტაი-ბრეიკში რუსმა ისევ 7:4 იმარჯვა. საერთო
ჯამში, მატჩი თითქმის 3 საათ სუფთა დროს გაგრძელდა.

კირილენკომ 4:6, 7:6 (4), 7:6 (4) მოიგო და ბრძოლას აგრძელებს.

ასევე იხილეთ:
ანა ტატიშვილი ცინცინატის ტურნირის ძირითად ბადეშია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული