შეჯიბრებაში საქართველოს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, მაგრამ მათგან მეოთხედფინალს მხოლოდ ორმა უწია.
ისევ შეუპოვრად მიიწევს წინ ერევნის წინა ტურნირის გამარჯვებული შოთა მეფარიძე - სახელოვანი ქართველი ჩოგბურთელის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის - გურამ თოხაძის შვილიშვილი.
ტურნირის რეიტინგფავორიტმა 15 აგვისტოს მეოთხედფინალში მე-10 ნომრად განთესილი მიხეილ ვოვკანეტი (რუსეთი) ჩამოიშორა გზიდან - ორ სეტში ერთნაირი ანგარიშით - 6:2, 6:2 აჯობა.
მოსალოდნელი იყო, რომ ერევნის კორტებზე ქართული ნახევარფინალი ეხილათ, მით უმეტეს, რომ გიორგი დათაშვილმა მასპინძელ სურენ ბაღდასარიანთან პირველ ხელში 3:6 მარცხის
მე-2 ნახევარფინალურ წყვილში მე-4 ნომრად განთესილი იანკელ ზემელი (ისრაელი) და ბოლათ მამირი (ყაზახეთი) დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
მათ 15 აგვისტოს, შესაბამისად, რუსები - რომან ბლოხინი (0:6, 6:4, 6:4) და ტურნირის მე-2 ნომერი იაროსლავ პროსტაკოვი (6:3, 6:3) დაამარცხეს. გოგონები ნახევარფინალში ასე დაწყვილდნენ: კარინე მარქაროვა-სოფია ესტერმანი, ანა მახორკინა-პოლინა პახომოვა (ოთხივე - რუსეთი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"