რაფაელ ნადალი: უწინ ასეთი რამის გაკეთებას ვერ ვახერხებდი

AutoSharing Option
18 აგვისტოს ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა ცინცინატიში მასტერსის სერიის ტურნირი მოიგო. ფინალში მასპინძელი ჯონ ისნერის დამარცხება მან ორ ტაი-ბრეიკში შეძლო - 7:6 (8), 7:6 (3).

რაფაელისთვის ეს 26-ე მოგებული "მასტერსია" კარიერაში და მეხუთე - მიმდინარე სეზონში.

მატჩის შემდეგ ესპანელმა ემოციები არ დამალა:

"ჩემთვის ეს გამარჯვება ძალიან ბევრს ნიშნავს. ჯერ ერთი, წარმატებას ძალიან მნიშვნელოვან ტურნირში მივაღწიე.

და მეორეც, პრობლემების შემდეგ, რომლებ
იც მქონდა, ორი კვირა გადაბმულად ჰარდზე, ძალიან მაღალ დონეზე ვითამაშე.

მოგება ასევე მნიშვნელოვანია რეიტინგისთვისაც. ამ კვირაში ქულების გამომუშავება მჭირდებოდა.

ფინალის მოგება
ორ სეტში, ზედიზედ მასტერსის სერიის ორ ტურნირში, ჰარდზე გამარჯვება - პირდაპირ გასაოცარია. უწინ ასეთი რამის გაკეთებას ვერ ვახერხებდი",
- აქვეყნებს ნადალის ნათქვამს ტურნირის ოფიციალური საიტი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული