მარია შარაპოვას მხარი სტკივა?

AutoSharing Option
რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა, რომელიც გასულ კვირას თავის მწვრთნელს, ამერიკელ ჯიმი კონორსს გამოეთხოვა, სავარაუდოდ, ამერიკის ღია პირველობისთვის მამის - იური შარაპოვის ხელმძღვანელობით მოემზადება.

ვებგვერდ Tennis.com-ის ინფორმაციით, სწორედ იური შარაპოვის ინიციატივით მოხვდა კონორსი შარაპოვას გუნდში და სწორედ ჩოგბურთელის მამამ შეატყობინა 60 წლის ლეგენდარულ ამერიკელს, რომ თანამშრომლობა დასრულებული იყო.

ცინცინატის ტურნირის მეორე წრეში, ამერიკელ სლოუნ სტივენსთან წაგების შემდეგ, შარაპოვამ ასეთი რამ განაცხადა:

"შესანიშნავია შენს გუნდში ასეთი ავტორიტეტული სპეციალისტის ყოფნა. მომწონდა მასთან ერთად მუშაობა და სიტუაციის მისი თვალით შეფასება. მას ეს ყველაფერი გავლილი
აქვს. მაგრამ, როცა კორტზე იმყოფები და მესამე სეტში ანგარიშია 5:5 ან 6:6, შენ მხოლოდ საკუთარ თავსა და მეტოქეზე და არა მწვრთნელსა და გულშემატკივრებზე ფიქრობ.

შენ მთლიანად ჩართული ხარ მატჩში. იმედია, კორტზე ყოველთვის ასე ვიქნები - საკუთარ თავს ვენდობი და არ ვიფიქრებ არავისზე".

ასევე თვითმხილველები იტყობინებიან, რომ ცინცინატიში 26 წლის რუსს ისევ აწუხებდა მხრის ტრავმა, რომლის გამოც 2008 წელს ოპერაცია გაიკეთა და თითქმის ერთი წელი გაუცდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული