"უსიამოვნო ინციდენტი მოხდა" - ლიონელ მესი გულშემატკივრებს მიმართავს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ლიდერმა ლიონელ მესიმ, რომელმაც კლუბში დაბრუნების შემდეგ პირველივე ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, გულშემატკივრებს მიმართა.

"მინდოდა გუნდთან ერთად მუშაობა დამეწყო, თუმცა ვარჯიშის დროს უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. ცოტა ხანი უქმობა მომიწევს. ყველა თქვენი მესიჯი მივიღე, რომლებიც თქვენს სიყვარულს მაჩვენებს. ყველას გეხვევით", - დაწერა არგენტინელმა თავდამსხმელმა "ფეისბუქზე".

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონა" აშშ-ის ტურნეში მესის გარეშე გაემგზავრა. 32 წლის ფორვარდმა ტრავმა 5 აგვისტოს მიიღოს.

ესპანური კლუბი აშშ-ში ორ ამხანაგურ მატჩს 8 და 11 აგვისტოს გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
რო მოურჩინეს მერე რა გააკეთა რო ლიგა მოიგო თუ კოპა ამერიკა.
თემო
12:53 07-08-2019
5
რეალის ძველო გულშემატკივარო, შენ მაგაზე ნუ "წუხარ" ბარსას ისეთი ექიმები ყავთ, რომ სასწაულებს სჩადიან და ამიტომ იანვრის რა მოგახსენო, მაგრამ ლეო, რომ მალე ჩადგება ფორმაში ამის ნამდვილად მჯერა! მაგალითი: ხელის მოტეხვა ისე მალე მოურჩინეს ყველა გაკვირვებული დავრჩით.
რეალის ძველო ქომაგო შენ ისე "გიყვარს" ლეო როგორც ჩვენ ბარსას ქომაგებს კრისტინა..
18:32 06-08-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული