აშშ-ის ღია პირველობა: ნადალი პირველი გახდება, თუ...

AutoSharing Option
წლევანდელ სეზონში რაფაელ ნადალის არნახულმა პროგრესმა ესპანელს რეიტინგში პირველი ადგილის დაკავების რეალური შანსი მისცა.

ATP-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ვარიანტები, რომლის მიხედვითაც, მსოფლიოს ამჟამინდელ მეორე ჩოგანს ამერიკის ღია პირველობის შემდეგ შეუძლია კლასიფიკაციაში პირველი ადგილის დაკავება.

1. ნადალს რეიტინგში პირველ ადგილს ფინალში გასვლა მოუტანს, თუ კლასიფიკაციის ამჟამინდელი ლიდერი ნოვაკ ჯოკოვიჩი მეოთხედფინალამდე ვერ მიაღწევს.

2. თუ ნადალი მოიგებს ამერიკის ღია პირველობას, მაშინ მას რეიტინგში პირველობისთვის ჯოკოვიჩის ნახევარფინალში წაგებაც ეყოფა.

ასე რომ, თუ ესპანელს პირველობა სურს, მან მინიმუმ ფინალამდე უნდა მიაღწიოს, დანარჩენი კი ჯოკოვიჩის
გამოსვლაზეა დამოკიდებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
levaniko - შენი აზრით აზრად არავის მოსდის რომ შეამოწმოს? - დოპინგი კი არა უბრალოდ პაუზამ უშველა როგორც ფიზიკურ ასპექტში ისე ფსიქოლოგიურში!
- მეც რაფას ვგულშემტკივრობ და წარმატებებს ვუსურვებ!
brola
22:14 27-08-2013
0
ეტყობა მართლა პატარა ხარ "ლევანიკო" თორემ გეცოდინებოდა რა დონეზე ამოწმებენ დოპინგზე ჩოგბურთელებს. ნადალის კარიერის დასაწყისს გადახედე და ბოდიში და ამგვარ სისულელებს ნურც იტყვი და ნურც გაიმეორებ!
კოტე
20:48 27-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული