აშშ-ის ღია პირველობა: 17 წლის სენსაცია

AutoSharing Option
მამაკაცებისგან განსხვავებით, ქალებმა დაასრულეს პირველი წრე და სწორედ ამ ეტაპზე პირველი დიდი სენსაცია მოხდა.

მართალია, ავსტრალიელი სამანტა სტოსური წელს ვერ ბრწყინავს, მაგრამ მაინც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამერიკის ღია პირველობის ყოფილი ჩემპიონი პირველი წრის მატჩს წააგებდა 17 წლის მასპინძელ ვიქტორია დუვალთან.

თავდაპირველად, ნორჩი ამერიკელი სერიოზულ ზეწოლას განიცდიდა და მართალია, დიდ წინააღმდეგობას უწევდა ავსტრალიელს, მაინც ჩამორჩა - 5:7, 2:4. სტოსურს ერთი ქულა აკლდა მეორე სეტში მეხუთე გეიმის მოგებამდე, მაგრამ აქედან მოყოლებული, შეძლო დუვალმა თამაშში გარდატეხის შეტანა.

ამერიკელი სრულ უპირატესობას დაეუფლა და ახლა
სტოსურს მოუწია თამაშის გადარჩენისთვის ზრუნვა. მან 3:5 და 4:5-ზე ორი მატჩბოლი მოიგერია, მაგრამ მესამე ცდაზე ცუდი ფორჰენდი შეასრულა და ორი საათი და 39 წუთი დიდი ბრძოლის შემდეგ დამარცხებულმა დატოვა მოედანი.

დუვალი წარმოშობით ჰაიტელია და ამერიკაში შემთხვევით აღმოჩნდა - ოჯახი კუნძულზე მომხდარი მიწისძვრის შემდეგ გადავიდა აშშ-ში და ვიქტორიამაც იქ დაიწყო თავისი კარიერა.

* * *

სხვა მატჩებში სავსებით ლოგიკური შედეგები დაფიქსირდა. მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა კაროლინ ვოზნიაცკიმ ორ სეტში მოუგო ჩინელ დებიუტანტს ინ-ინ დუანს, თუმცა იოლი მატჩი არ ჰქონია.

პირველი პარტია დანიელმა იოლად აიღო – 6:2, მაგრამ მეორეში თითქმის წაგებული პარტიის გადარჩენა მოუწია. ჩინელი 5:2-ით იყო დაწინაურებული, ერთხელ კი ვოზნიაცკიმ სეტბოლი მოიგერია. საბოლოოდ, კაროლინმა ზედიზედ ხუთი გეიმი აიღო და მეორე წრეში გავიდა.

დუანმა მეტად აგრესიული თამაში აჩვენა, რაც 34 "ვინერსა" და 46 უნებლიე შეცდომაში გამოიხატა. ვოზნიაცკი კი ძალიან ცოტას უტევდა (11 "ვინერსი"), მაგრამ შეცდომასაც არ უშვებდა (11 უნებლიე).

28 აგვისტოს ორმა ჩოგბურთელმა მოიგო თავისი მატჩი ისე, რომ ერთი გეიმიც არ დათმო. ვიქტორია აზარენკამ 65 წუთში გაანადგურა გერმანელი დინა პფიცენმაიერი.

ამ შეხვედრაში 95 ქულა გათამაშდა და აქედან ბელორუსმა მხოლოდ 11 წააგო. იმავე ანგარიშით დაამარცხა იტალიელმა სარა ერანიმ პოლონელი ოლივია როგოვსკა.

კვლავ არასტაბილურია ჩეხი პეტრა კვიტოვა. პირველ რვა ნომრად განთესილ ჩოგბურთელებს შორის ის ერთადერთი იყო, რომელმაც სეტი წააგო.

იაპონელმა მისაკი დოიმ მეორე სეტი აუღო ჩეხს, მაგრამ პირველსა და მესამეში განადგურდა.

კვიტოვას არასოდეს ჰქონია წარმატება ამერიკის ღია პირველობაზე. "დიდი სლემის" ტურნირებზე კვიტოვას ყველგან უთამაშია მინიმუმ ნახევარფინალში, აშშ-ის ღიაზე კი არასოდეს მიუღწევია მინიმუმ მეოთხედფინალამდე.

I წრე
კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 6)-ინ-ინ დუანი (ჩინ) 6:2, 7:5; შანელ სხეპერსი (ს. აფრ)-ჩანელ სიმონდსი (ს. აფრ) 2:6, 6:2, 6:1; კამილა ჯორჯი (იტა)-იანა ჩეპელოვა (სლოვაკ) 6:2, 6:2; სუ-ვეი ჰსიე (ტაივ)-კლარა ზაკოპალოვა (ჩეხ, 31) 6:3, 6:3; ელენა ვესნინა (რუს, 22)-ანიკა ბეკი (გერ) 6:1, 6:1; კარინ კნაპი (იტა)-გრეის მინი (აშშ) 6:3, 6:1; ლუსი საფაროვა (ჩეხ)-ლესია ცურენკო (უკრ) 6:3, 2:6, 6:4; რობერტა ვინჩი (იტა, 10)-ტიმეა ბაბოში (უნგ) 6:4, 6:2; მარია კირილენკო (რუს, 14)-იანინა ვიკმაიერი (ბელ) 6:1, 6:1; მიშელ ლარშერ დე ბრიტუ (პორ)-ელენი დანილიდუ (საბ) 6:4, 6:3; დონა ვეკიჩი (ხორ)-მარიანა დუკე-მარინო (კოლ) 7:6(5), 4:6, 6:2; სიმონა ჰალეპი (რუმ, 21)-ჰიზერ უოტსონი (ბრიტ) 4:6, 6:4, 6:2; სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 27)-მელორი ბურდეტი (აშშ) 6:3, 7:5; შუაი პენგი (ჩინ)-ივონ მოისბურგერი (ავსტრია) 6:3, 6:4; ფლავია პენეტა (იტა)-ნიკოლ გიბზი (აშშ) 6:0, 6:2; სარა ერანი (იტა, 4)-აიუმი მორიტა (იაპ) 6:0, 6:0; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 7)-მისაკი დოი (იაპ) 6:2, 3:6, 6:1; ბოიანა იოვანოვსკი (სერ)-ანდრეა პეტკოვიჩი (გერ) 6:2, 6:4; ელისონ რისკე (აშშ)-ცვეტანა პირონკოვა (ბულ) 6:3, 6:3; მონა ბარტელი (გერ, 28)-იოჰანა ლარსონი (შვედ) 6:1, 6:4; იულია გლუშკო (ისრ)-ნადია პეტროვა (რუს, 20) 6:3, 6:4; საჩია ვიკერი (აშშ)-მირიანა ლუჩიჩი (ხორ) 6:4, 6:4; დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ)-მარია სანჩესი (აშშ) 7:5, 6:2; ვიქტორია დუვალი (აშშ)-სამანტა სტოსური (ავსტრა, 11) 5:7, 6:4, 6:4; ანა ივანოვიჩი (სერ, 13)-ანა ტატიშვილი (საქ) 6:2, 6:0; ალექსანდრა დულგერუ (რუმ)-ვარვარა ლეპჩენკო (აშშ) 6:7(5), 6:2, 7:6(5); კრისტინა მაკჰეილი (აშშ)-იულია გორგესი (გერ) 6:4, 6:3; ელინა სვიტოლინა (უკრ)-დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 17) 6:4, 6:3; ალიზ კორნე (საფ, 26)-მარია ჟოაო კოლერი (პორ) 6:3, 6:2; აილა ტომლიანოვიჩი (ხორ)-კეისი დელაკუა (ავსტრა) 3:6, 6:1, 6:4; ალექსანდრა ვოზნიაკი (კან)-ვესნა დოლონცი (სერ) 7:5, 7:6(5); ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 2)-დინა პფიცენმაიერი (გერ) 6:0, 6:0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული