როგორც გაზეთი “ეკიპი” იუწყება, ფრანგმა ჩოგბურთელმა ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ თანხმობა განაცხადა ორგანიზატორთა თხოვნაზე, რომლებიც თავდაპირველად ბარტოლის შემცვლელის პოვნას აპირებდნენ. იმისთვის, რომ უკეთ მოემზადოს ამ გუნდური ტურნირისთვის, მარიონმა ვარჯიშების განახლება გადაწყვიტა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის მოხდება ეს.
შეგახსენებთ, 2013 წლის უიმბლდონის ჩემპიონმა დიდი სპორტიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება ცინცინატის უმაღლესი კატეგორიის ტურნირის შემდეგ მიიღო, სადაც ის
ჰოფმანის თასის მორიგი გათამაშება 28 დეკემბერს, ავსტრალიის ქალაქ პერტში დაიწყება და ბარტოლის პარტნიორი საფრანგეთის ნაკრებში ჟო-ვილფრიდ ცონგა იქნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"