მარინ ჩილიჩს დოპინგი არ აპატიეს

AutoSharing Option
ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ ცხრათვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა ხორვატი მარინ ჩილიჩი, რომელსაც დაუმტკიცდა აკრძალული პრეპარატის მიღება. მაისში აღებულმა დოპინგ-სინჯმა 24 წლის მოთამაშის ორგანიზმში ნეკეტამიდი აღმოაჩინა, რომელიც აკრძალულია მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს მიერ. სინჯი მიუნხენის ტურნირის დროს იქნა აღებული.

როგორც ჩილიჩი ამტკიცებს, ნიკეტამიდი მის ორგანიზმში სხვა პრეპარატისგან მოხვდა, რომელიც ჩოგბურთელმა აფთიაქში შეიძინა, მაგრამ ანტისადოპინგო კომისიამ დააფიქსირა წესის დარღვევა და ჩოგბურთელი ცხრა თვით ჩამოაშორა ATP-ის ტურნირებს. დისკვალიფიკაციის ვადის ათვლა 2013 წლის პირველი მაისიდან დაიწყო და ძალაში იქნება 2014 წლის 31 იანვრამდე. ასე
რომ, ჩილიჩს მოუწევს მომავალ სეზონში “დიდი სლემის” პირველი ტურნირის - ავსტრალიის ღიას გამოტოვება.

ფედერაციამ გააუქმა ჩილიჩის შედეგი მიუნხენის ტურნირზე, ხოლო საპრიზო თანხას, რომელიც მან გერმანიაში გამოიმუშავა, კონფისკაციას გაუკეთებენ.

ამჟამად ჩილიჩი 24-ე ადგილზეა ATP-ის კლასიფიკაციაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მარინ ჩილიჩი დოპინგზე ჩავარდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული