ანა ტატიშვილი ალბუკერკის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა

AutoSharing Option
თბილისელი ანა ტატიშვილი წარმატებით თამაშს განაგრძობს ალბუკერკის (აშშ) ჩოგბურთელ ქალთა 75.000-იან საერთაშორისო ტურნირში.

20 სექტემბერს მან გერმანელ კრისტინა ბაროიშს ორივე სეტი მოუგო - 6:2, 6:2 და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ასპარეზობის რეიტინგფავორიტ ალისონ რისკეს (აშშ) დაუპირისპირდება.

ამ უკანსკნელმა მეოთხედფინალში თანამემამულე კოკო ვანდევეგი ჩამოიშორა გზიდან - 4:6, 6:1, 6:3.

დანარჩენი ორი მეოთხედფინალური პაექრობა ასე დასრულდა: ჩიე-იუ ჰსუ (აშშ)-პეტრა რამპრე (სლოვენია) 7:5, 6:0, შელბი როჯერსი (აშშ)-საშია ვიკერი (აშშ) 6:4, 6:4. მეორე ნახევარფინალში ჰსუ და როჯერსი ითამაშებენ.

საგულისხმოა, რომ ანა ტატიშვილი წყვილებში ირინა ფალკონისთან
(აშშ) ერთად პირველ ნომრადაა განთესილი და ორი მოგების სემდეგ აქაც ნახევარფინალშია.

ქართულ-ამერიკული ტანდემის მეტოქე მელონი ოუდინისა და ტეილორ ტოუსენდის (აშშ) დუეტი იქნება.

ნახევარფინალში გამოცდიან ერთმანეთს ელენი დანილიდუ (საბერძნეთი), კოკო ვანდევეგე (აშშ, 3) და ასია მუჰამადი (აშშ), ალი ვილი (აშშ, 2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ქართველი ხარ "რომა"?
მინდია
00:11 22-09-2013
0
ფინალშიც გავიდა. ოღონდ თამაშის ხარისხი საშინელი ჰქონდა: 14 ორმაგი და არცერთი ეისი. უბრალოდ, რისკემაც დაამტკიცა, რომ აშშ-ს ღია პირველობაზე კარგი თამაში ჯერჯერობით შემთხვევითობა და უფრო დანარჩენების ცუდი თამაშით იყო გამოწვეული.
თემო
02:05 22-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული