ნოვაკ ჯოკოვიჩმა და რაფაელ ნადალმა პეკინში დაიწყეს

AutoSharing Option
პეკინის "500" კატეგორიის ტურნირზე ყველაზე საინტერესო ნაწილი დაიწყო - მეორე წრიდან ბრძოლაში ჩაებნენ მთავარი ფავორიტები - რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი.

ამ კვირას მათ შორის რეიტინგის პირველი საფეხურის ბედი ირკვევა. თუ სერბი ტიტულს ვერ მოიგებს, ნებისმიერ შემთხვევაში დაკარგავს ლიდერობას; ხოლო, თუ ნადალი ნახევარფინალში გავა, ნოვაკს ტურნირის მოგებაც ვერ უშველის.

ამ ჩოგბურთელებმა პირველ გამარჯვებებს მიაღწიეს. ნადალის მეტოქე იყო კოლუმბიელი სანტიაგო ხირალდო, რომელმაც შეძლო ორჯერ ესპანელის მოწოდების აღება. თავის მხრივ, ნადალს ბრეიკ-პოინტების რეალიზაციის შესანიშნავი მაჩვენებელი ჰქონ
და - ექვსიდან ხუთი ასეთი შანსი გამოიყენა და 6:2, 6:4 მოიგო.

ნადალისთვის ეს იყო ზედიზედ მე-18 მოგება უიმბლდონის პირველ წრეში სენსაციური მარცხის შემდეგ. ესპანელი ამ სეზონში მე-11 ტურნირის მოგებისთვის იბრძვის.
კიდევ უფრო იოლად გაიმარჯვა ნოვაკ ჯოკოვიჩმა. მან 54 წუთში გაანადგურა ჩეხი ლუკაშ როსოლი - 6:0, 6:3. სერბმა ოთხჯერ აიღო მეტოქის მოწოდება, თავად კი როსოლის ორივე ბრეიკ-პოინტი მოიგერია.

ჩინეთის ღია პირველობა ჯოკოვიჩის ერთ-ერთი საყვარელი ტურნირია. მას აქ 15-დან 15 მატჩი აქვს მოგებული და სამჯერ გაიფორმა ჩემპიონობა - 2009, 2010 და 2012 წლებში.

მერვედფინალში ნოვაკი ესპანელ ფერნანდო ვერდასკოს შეხვდება, ნადალის მეტოქე კი გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერი იქნება.

* * *
პეკინში ქალების პრემიერ-კატეგორიის ტურნირიც მიმდინარეობს, სადაც გუშინ მეორე წრე დასრულდა. რთული დღე ჰქონდათ დებ უილიამსებს. სერენას ძალიან გაუჭირდა იტალიელი ფრანჩესკა სკიავონეს ბარიერის გავლა. პირველ სეტში აპენინელმა ერთადერთი ბრეიკით წააგო, მეორეში კი 5:3-ს იგებდა და მიღებაზე სამი სეტბოლი ჰქონდა, მაგრამ ამერიკელმა ხასიათის სიმტკიცე გამოიჩინა და ზედიზედ ოთხი გეიმის აღება შეძლო - 6:4, 7:5.

ვენუს უილიამსმა, რომელმაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში შესანიშნავი ჩოგბურთი აჩვენა და თვით ვიქტორია აზარენკა დაამარცხა ტოკიოს ტურნირზე, გუშინ უსუსურად გამოიყურებოდა საბინ ლისიცკის წინააღმდეგ. გერმანელი, პრაქტიკულად, ყველა კომპონენტში ჯობდა ამერიკელს და პირველ მოწოდებაზე მხოლოდ ერთი ქულა მისცა ვენუსს - 6:1, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ტოკიოში ცაციების ბრძოლა პეტრა კვიტოვამ მოიგო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული