მაკა ჩახნაშვილი სანტ გუგატის ტურნირის მერვედფინალში არანჩა რუსს შეხვდება

AutoSharing Option
ესპანურ სანტ გუგატში დაიწყო ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი).

თბილისელი მარგალიტა ჩახნაშვილი შეჯიბრებაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაება. ჩვენებურმა ზედიზედ სძლია ორნელა კარონს (არგენტინა) - 6:4, 6:3, ელეონორა მინდიაროვას (რუსეთი) - 6:1, 6:3 და ძირითად ბადეში გავიდა, სადაც 8 ოქტომბერს ტურნირზე "უაილდ ქარდით" მიწვეულ მასპინძელს, ანდრეა ლაზარო გარსიას დაუპირისპირდა.

დაძაბულ პაექრობაში მაკამ აქაც იყოჩაღა და ორ სეტში ჩამოიშორა მეტოქე - 7:6, 7:5. მერვედფინალში იგი ესპანელ არანჩა რუსს შეხვდება. ამ უკანასკნელმა ანასტასია რუდაკოვას (რუსეთი) აჯობა - 6:2, 6:3.

* * *

ანტალიის 10.000-იან ტურნირში მონაწილეობენ ეკატერინე გორგოძე (ერთეულებში მე-8 ნომრადაა განთესილი და პირველ წრეში ესტონელ ანელი პოკრასს შეხვდება) და სოფიო ქვაცაბაია (კვალიფიკაციიდან აღზევებული ბელორუს ირინა შიმანოვიჩთან გაარკვევს ურთიერთობას).

სოფიომ 8 ოქტომბერს წყვილებში იასპარეზა თურქ ესენ კოკჩესთან ერთად და ორ სეტში დამარცხდა მე-4 ნომრად განთესილ მარტინა კუბიჩიკოვას (ჩეხეთი) და ბარბარა სობასკიევიჩის (პოლონეთი) დუეტთან - 4:6, 1:6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული