რეიტინგი: დავიდ ფერერი ენდი მარეიზე მაღლა

AutoSharing Option
მორიგი სათამაშო კვირის შემდეგ რეიტინგების ახალი ვერსია გამოქვეყნდა. ATP-ის კლასიფიკაციის ტოპ-ათეულში ორი ცვლილება მოხდა. თავის კარიერაში პირველად, მსოფლიოს მესამე ჩოგანი გახდა ესპანელი დავიდ ფერერი. მან შანხაის მასტერსზე მერვედფინალამდე მიაღწია და ენდი მარეის გაუსწრო. ბრიტანელმა გამოტოვა ეს ტურნირი და შარშან მოპოვებული სარეიტინგო ქულები დაკარგა.

შანხაის მასტერსზე ნახევარფინალში გასვლამ რეიტინგის მერვე პოზიცია მოუტანა ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას. მან ეს ადგილი წაართვა შვეიცარიელ სტანისლას ვავრინკას. ასევე უნდა აღვნიშნოთ ესპანელი ნიკოლას ალმაგროს პროგრესი - მან სამი საფეხური მოიგო და ახლა მე-13 ნომერია. ფრანგი გაელ მონფილსი,
რომელიც მეოთხედფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხდა, 11 ადგილით ამაღლდა და 31-ე ჩოგანი გახდა.

TOP-10
1(1). რაფაელ ნადალი (ესპ) 11 520
2(2). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 11 120
3(4). დავიდ ფერერი (ესპ) 6 800
4(3). ენდი მარეი (ბრიტ) 6 295
5(5). ხ-მ. დელ პოტრო (არგ) 5 525
6(6). ტომაშ ბერდიხი (ჩეხ) 4 340
7(7). როჯერ ფედერერი (შვეიც) 4 245
8(9). ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ) 3 295
9(8). სტანისლას ვავრინკა (შვეიც) 3 240
10(10). რიშარ გასკე (საფ) 3 060

* * *
WTA-ს ახალი კლასიფიკაციის საუკეთესო ათეულში ცვლილება არ მომხდარა, TOP-20-ში კი რამდენიმე გადაადგილებას ჰქონდა ადგილი. სერბმა ანა ივანოვიჩმა მე-14 პოზიციაზე გადაინაცვლა. ერთი საფეხურით მაღლა ავიდნენ ესპანელი კარლა სუარეს ნავარო და ავსტრალიელი სამანტა სტოსური, რომლებიც, შესაბამისად, მე-17 და მე-18 ადგილებს იკავებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რაფაელ ნადალი დანებდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული