აზიელმა სტამბულში ფინალამდე მიაღწია, სადაც სერენა უილიამსთან დამარცხდა; მანამდე კი ლიმ ერთმანეთის მიყოლებით მოუგო სარა ერანის, ელენა იანკოვიჩს, ვიქტორია აზარენკასა და პეტრა კვიტოვას. ის, რომ ნა ლი მსოფლიოს მესამე ჩოგანი გახდებოდა, ნახევარფინალში კვიტოვას დამარცხების შემდეგ გაირკვა.
საბოლოოდ, ლიმ 925 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და მეხუთედან მესამე ადგილამდე გადაინაცვა - უკან ჩამოიტოვა მ
რაც შეეხება მამაკაცთა განახლებულ რეიტინგს, იქ ტოპ-ათეულში ცვლილება არ მომხდარა.
TOP10
1(1). სერენა უილიამსი (აშშ) 13 260
2(2). ვიქტორია აზარენკა (ბლრ) 8 046
3(5). ნა ლი (ჩინ) 6 045
4(3). მარია შარაპოვა (რუს) 5 891
5(4). აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) 5 875
6(6). პეტრა კვიტოვა (ჩეხ) 4 775
7(7). სარა ერანი (იტა) 4 435
8(8). ელენა იანკოვიჩი (სერ) 4 170
9(9). ანჟელიკ კერბერი (გერ) 3 965
10(10). კაროლინ ვოზნიაცკი (დან) 3 520
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"