ამ სტატუსით პირველ პრესკონფერენციაზე ნადალი გამოცხადდა მაისურით, რომელზეც ეწერა - “მხოლოდ ნიჭი საკმარისი არ არის”.
- დღევანდელი გამარჯვების გამო ძალიან გახარებული იყავით. რა გახდა ამის მთავარი მიზეზი - ნახევარფინალში გასვლა თუ წლის პირველ ნომრად დასრულება? თუ, უბრალოდ, კარგი თამაში?
- დღეისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო
- რას იტყვით მომავალ წელს ნოვაკ ჯოკოვიჩთან რეიტინგის პირველი საფეხურისთვის ბრძოლის შესახებ?
- ეს მეტოქეობა არ შედის ჩემს პრიორიტეტებში. არ მინდა ამაზე ფიქრი, რადგან წლევანდელი სეზონის დიდი ნაწილი არ ვფიქრობდი ამის შესახებ. ვეცდები, 2014 წელი ავსტრალიაში ჯანმრთელმა დავიწყო და რაც შეიძლება მეტი მსხვილი ტურნირი მოვიგო. ამაში მდგომარეობს ჩემი მოტივაცია.
- რაზე ფიქრობდით 12 თვის წინ?
- შინ ვიყავი. უბრალოდ, ვცდილობდი აღდგენას, საკუთარი ყურადღების კონცენტრირებას ჩემს მუხლებზე. ვმუშაობდი ყოველდღე დასაბრუნებლად და ბოლოს და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ასი პროცენტით არ ვიყავი მზად, ისევ დავიწყე თამაში. სხვათა შორის, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს მსოფლიოში, რომლებიც ჩემ გამო ნერვიულობდნენ. ყოველ ტურნირზე, რომლებშიც მივიღე მონაწილეობა, იმაზე მეტად მიჭერდნენ მხარს, ვიდრე ჩვეულებრივ აკეთებდნენ ამას.
- ანუ ერთი წლის წინ არ ოცნებობდით იმაზე, რომ პირველ ადგილზე აღმოჩნდებოდით?
- ამ კითხვაზე ბევრჯერ გავეცი პასუხი. როგორ ვიფიქრებდი ასეთ რამეებზე, როცა შინ ვიჯექი და ვარჯიში არ შემეძლო? მაშინ მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, თუ რა იქნებოდა მომდევნო დღეს, რა მდგომარეობაში იქნებოდა ჩემი მუხლები. მეტზე არაფერზე.
- ვიქტორ ტროიცკის დისკვალიფიკაციის კომენტირებისას ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ აღარ ენდობა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს. თქვენი დამოკიდებულება როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით?
- მსგავსი კითხვებისთვისაც მრავალჯერ გამიცია პასუხი და ამას კარგი არაფერი მოუტანია. ვიმეორებ, რომ ჩვენთან არსებობს წესები. კარგია ეს თუ ცუდი, ის არსებობს. ძალიან ვნანობ ვიქტორის დისკვალიფიკაციის გამო, რადგან მას სრულიად ვენდობი. როგორც ჩანს, დიდი შეცდომა დაუშვა ექიმმა, რომელმაც მას მეორე დღეს მისცა ტესტის ჩატარების უფლება.
- როცა კორტზე იმყოფებით, არასოდეს უშვებთ ხელებს და ბოლომდე იბრძვით, მაგრამ ამას წინათ განაცხადეთ, რომ აღარ ინტერესდებდით პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის შიდა პოლიტიკით. რატომ?
- იმიტომ, რომ მთლიანად კონცენტრირებული ვარ საკუთარ თამაშზე. როცა მე რაღაცით ვარ დაკავებული, საქმეს ძალიან სერიოზულად ვუდგები. ვგრძნობ, რომ მე და სხვა რამდენიმე ჩოგბურთელმა კარგად ვიმუშავეთ იმისთვის, რომ რაღაც შეგვეცვალა ჩოგბურთში და მომავალი თაობის ჩოგბურთელებისთვის გაგვეადვილებინა ცხოვრება, მათ შორის, კარიერის დასრულების შემდეგ.
ცხოვრება - ეს მხოლოდ ჩოგბურთი არ არის, მაგრამ მე მინდა დავრჩე სპორტის ამ სახეობაში მაშინაც, როცა დავასრულებ თამაშს შედარებით ახალგაზრდა ასაკში. ამავდროულად, ჩემთვის ნაღვლიანი მომენტია ის, რომ ATP-ის დღევანდელ სტრუქტურაში არაფრის შეცვლა არ შემიძლია. ყოველ შემთხვევაში, ასე მეჩვენება. ამიტომაც მინდა კონცენტრაცია მოვახდინო თამაშზე და სიამოვნება მივიღო ჩემი კარიერის ბოლო წლებისგან.
P. S. გუშინ, გვიან გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნადალმა მარცხენა ხელზე თითი გაიჭრა, რის გამოც ვარჯიში საღამოსთვის გადაიტანა. როგორც გაზეთი "მარკა" წერს, ესპანელმა დილით, საუზმისას პურის დაჭრისას დანით დაიზიანა თითი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ATP-ის შემაჯამებელი: ნადალმა პირველობა გაინაღდა და ნახევარფინალში გავიდა