- გიფიქრიათ იმაზე, რას გააკეთებთ კარიერის დასრულების შემდეგ?
- ჯერჯერობით არა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მჭიდროდ ვიქნები დაკავშირებული მოდის სამყაროსთან. მე ეს მომწონს და უკვე ბევრს მივაღწიე ამ მიმართულებით.
- 2014 წლის სეზონი ბოლო იქნება თქვენს კარიერაში?
- არავითარ შემთხვევაში. ვაპირებ 2016 წელს, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე თამაშს.
- რა
- მომწონს ოქროს მედლების ბრწყინვალება.
- როგორ ფიქრობთ, უკვე შეხვედით ჩოგბურთის ისტორიაში?
- ძალიან რთული შეკითხვაა. სერიოზული წარმატებები მაქვს, მაგრამ მგონია, რომ უფრო მეტის მიღწევა შემიძლია.
- რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდა სპორტსმენებს, რომლებიც აპირებენ, ცხოვრება ჩოგბურთს მიუძღვნან?
- მე მათ ვეტყოდი, რომ უნდა იყვნენ ფსიქოლოგიურად ძლიერები და სწორი საქციელი ჰქონდეთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ასევე, უნდა ისწავლონ ათასგვარი ზეწოლისთვის გამკლავება. ამ ფაქტორების გათვალისწინება აუცილებელია.
- თავად როგორ უმკლავდებით ამას?
- მე ძალიან მეხმარებოდა ოჯახი.
- ოდესღაც თუ გადაყრიხართ ტურში დისკრიმინაციას? პირველი ჩოგანის სტატუსი თუ გიცავდათ ამისგან?
- სინამდვილეში, დისკრიმინაცია ყველგან არსებობს. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ჩემთვის მაღალი მიზნების მიღწევაში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი - ყველა ჩემი ოცნება ახდა.
- რა შეგიძლიათ თქვათ ქალთა პროფესიულ ტურზე?
- დღეს ქალთა ტური ძალიან ძლიერია. ჩვენ ძლიერი პოზიციები გაგვაჩნია.
- იცნობთ სახელგანთქმული არგენტინელი ჩოგბურთელის, გაბრიელა საბატინის თამაშს?
- ის ძალიან ძლიერი ჩოგბურთელი იყო, თამაშის განუმეორებელი სტილით. ძალიან საინტერესო იყო მასზე დაკვირვება. კარგად მახსოვს, 1990 წელს, აშშ-ის ღიას ფინალში სწორედ გაბრიელას ვგულშემატკივრობდი, როცა მან გერმანელი შტეფი გრაფი დაამარცხა.
- ემხრობით თუ არა "დიდი სლემის" ტურნირებზე ქალთა შორის ხუთსეტიანი მატჩების ჩატარების იდეას?
- ხშირად მეკითხებიან ამის შესახებ... ჯერჯერობით არ მაქვს ამ კითხვაზე პასუხი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დების შოუ: ვენუსმა სერენას მოუგო