ერთეულთა თანრიგში წარმატებული სტარტის შემდეგ (ზედიზედ დაამარცხა მასპინძელი ბიანკა ტურატი და ხორვატი ივა პრიმორაცი) 5 დეკემბერს, მეოთხედფინალში შედარებით იოლად ჩამოიშორა გზიდან კოლუმბიელი იულიანა ლიზარაზო - 6:2, 6:4. ნახევარფინალში იგი იტალიელი ფედერიკა დი სარას მძლეველ (6:4, 6:1) უნგრელს - ვანდა ლუკაშს დაუპირისპირდება.
5 დეკემბერს დანარჩენ ორ მეოთხედფინალურ შეხვედრაში ასპარეზობის რეიტინგფავორიტმა ანასტასია გრიმალსკამ (იტალია) თანამემამულე კრისტინა ფერანდოს სამ სეტში სძლია: 6:7, 6:3, 7:6. მერვე ნომრად განთესილმა ალისე მატუციმ კლაუდია ჯოვანის (ორივე
* * *
ნიკოლოზ ბასილაშვილი ყატარის ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) პირველ ნომრად იყო განთესილი, მაგრამ რეიტინგფავორიტობა ვერ გაამართლა.
მართალია, სტარტზე სკანდერ მანსური (ტუნისი) კი დაამარცხა, მაგრამ კვალიფიკაციიდან აღზევებულ უგო ნასტასისთან (ლუქსემბურგი) ვერაფერს გახდა - 6:7, 2:6 წააგო. არადა, რევანში მართებდა: საქმე ის არის, რომ ნასტასიმ პირველ წრეში ბასილაშვილის მეწყვილე იაჰორ იაციკიც ჩამოიშორა გზიდან.
ბასილაშვილმა და იაციკმა მეოთხედფინალში მესამე ნომრად განთესილი ამრიტ ნარაშიმანი და მიხაელ შაბაზი (ორივე - აშშ) კი დაამარცხეს, მაგრამ ნახევარფინალში მეორე ნომრად განთესილ ადამ ჩადაჟსა (პოლონეთი) და დომინიკ შულცს (გერმანია) დანებდნენ 2:6, 2:6 და შეჯიბრებას
გამოეთიშნენ.
* * *
ბელორუსში ახალგაზრდების საერთაშორისო ტურნირიდან გოგონათა ასპარეზობას იყო შემორჩენილი თამარ კუტუბიძე, რომელმაც პირველ წრეში რუსი ვალერია პოგრებნიაკი დაამარცხა (4:6, 6:4, 6:4), შემდეგ უკრაინელ კატერინა ბარანივსკას სძლია - 6:3, 3:6, 7:5. ეტყობა, ამ მატჩისას ტრავმა მიიღო, რადგან მეოთხედფინალში რეიტინგფავორიტ პალინა დუბავეცთან (ბელორუსი) საპაექროდ კორტზე ვერ გავიდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"