მარია შარაპოვა მოგებით დაბრუნდა

AutoSharing Option
ამა წლის აგვისტოდან მოყოლებული, პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა გუშინ რუსმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ. ის ბრისბენის ტურნირის პირველ წრეში შეხვდა ფრანგ კაროლინ გარსიას და საათსა და ოთხ წუთში გაანადგურა ის - 6:3, 6:0.

ამ დროის განმავლობაში, მარიამ ოთხჯერ აიღო მეტოქის მოწოდება, თავად კი ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა გარსიას. გარდა ამისა, შარაპოვას ანგარიშზე იყო ექვსი ეისი და ერთი ორმაგი შეცდომა. ეს იყო ამ ჩოგბურთელთა რიგით მესამე მატჩი და რუსის მესამე გამარჯვება.

მეორე წრეში შარაპოვა ავსტრალიელ ეშლი ბარტის შეხვდება, რომელმაც მანამდე სლოვაკი
დანიელა ჰანტუხოვა გამოთიშა ბრძოლას.

შარაპოვა, რომელიც WTA-ის კლასიფიკაციაში მეოთხე ადგილს იკავებს, მხარის ტრავმის გამო თითქმის ნახევარი წელი ვერ თამაშობდა და გამოტოვა აშშ-ის ღია პირველობა და წლის შემაჯამებელი ტურნირი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული