ანა ტატიშვილმა ავსტრალიის ღია პირველობაზე სამსაათიანი თრილერი მოიგო

AutoSharing Option
23 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა წარმატებით იასპარეზა "დიდი სლემის" წლის პირველი ტურნირის მე-2 საკვალიფიკაციო წრეშიც.

საკვალიფიკაციოში მე-12 ნომრად განთესილმა ქართველმა, რომელიც მსოფლიოს 126-ე ჩოგანია, გამოცდილ რუსს, ეკატერინა ბიჩკოვას (159) აჯობა - 6:4, 6:7 (5), 6:4. ეს შეხვედრა ნომერ მე-15 კორტზე გაიმართა და თითქმის სამ საათს გაგრძელდა.

ანას ანგარიშზე 2 ეისი და ამდენივე ვინერია. მან 12 ორმაგი შეცდომა დაუშვა და ამდენივე უნებლიე შეცდომა. ქართველი პირველ მოწოდებას 67%-იანი სიზუსტით ასრულებდა.

მესამე წრეში ტატიშვილის მეტოქე იაპონელი რისა ოზაკია (184), თუკი 19 წლის
აზიელსაც დაამარცებს ჩვენებური, ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში გავა. შეგახსენებთ, რომ მან ორჯერ იასპარეზა ძირითად ბადეში, 2012 და 2013 წლებში და ორჯერვე პირველ წრეში დამარცხდა.

ასევე იხილეთ:
ანა ტატიშვილმა ავსტრალიის ღია პირველობა წარმატებით დაიწყო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული