ავსტრალიის ღია პირველობაზე ვერც ოქსანა კალაშნიკოვამ იყოჩაღა

AutoSharing Option
ქართველებისთვის ავსტრალიის ღია პირველობა დასრულდა: უკვე გაუწყეთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში სოფიო შაფათავა გამოეთიშა შეჯიბრებას, ძირითადი ბადის სტარტზე დამარცხდა ანა ტატიშვილი.

16 იანვარს კი მათი ბედი გაიზიარა თბილისელმა ოქსანა კალაშნიკოვამ, რომელიც წყვილებში უკრაინელ ირინა ბურიაჩოკთან ერთად ცდიდა ძალებს.

მსოფლიო რეიტინგით, ოქსანა წყვილებში 57-ეა, ბურიაჩოკი - 74-ე. სტარტზე მათ ბევრად უფრო ძლიერი მეტოქეები ჰყავდათ - რუსი სვეტლანა კუზნეცოვა (ერთეულებში მე-20, წყვილებში - 55-ე) და ავსტრალიელი სამანტა სტოსური (ერთეულებში - მე-17, წყვილებში 46-ე).

როგორც სავარაუდო იყო, წარმატებას რუსულ-ავსტრალიურმა წყვილმა მიაღწია, მაგრამ
ოქსანა და ირინა ასე იოლად ორ სეტში, თანაც 46 წუთში თუ დათმობდნენ (1:6, 2:6) ორთაბრძოლას, არავის ეგონა.

ასე რომ, ავსტრალიის ღია პირველობაზე (საპრიზო ფონდი 33.000.000 დოლარი) პაექრობები უქართველებოდ გაგრძელდება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული