მეოთხედფინალში ჯოკოვიჩის დამარცხებით, ვავრინკა ახალ დონეზე გავიდა და ამიტომაც 22 იანვრის მატჩში ფავორიტად მიიჩნეოდა. ბერდიხს კი ნახევ
ნახევარფინალი მოსალოდნელი სცენარით განვითარდა. ორივე ჩოგბურთელი საკუთარ მოწოდებას ინარჩუნებდა და მთელი შეხვედრის განმავლობაში ერთადერთი ბრეიკი დაფიქსირდა - სწორედ მან გადაწყვიტა პირველი სეტის ბედი ვავრინკას სასარგებლოდ. ბერდიხს პირველ პარტიაში ერთადერთი ბრეიკი ჰქონდა, მაგრამ ამ დროს სმეში ააცილა მიზანს.
მეორე სეტში ერთადერთი ბრეიკი ვავრინკამ მიიღო 3:3-ზე, მაგრამ ბერდიხი მოწოდებამ გადაარჩინა. ჩოგბურთელებმა ტაი-ბრეიკამდე მიაღწიეს. მე-13 გეიმში უკეთ ტომაში აწვდიდა და 7:1 მოიგო საჩოგბურთო ლატარია.
მესამე სეტშიც საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა. ორივე შესანიშნავად აწვდიდა, თუმცა ერთი ბრეიკ-პოინტი მაინც ვნახეთ. მეშვიდე გეიმში ბერდიხმა ვერ მიიღო მოწოდება და ეს ერთადერთი შანსი გაანიავა. ტაი-ბრეიკზე ჩეხმა ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა და წარმატებაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო.
არანაირი ცვლილება არ მომხდარა თამაშის სცენარში მეოთხე სეტის დროს. მესამე ტაი-ბრეიკი ტომაშმა ბადესთან უხეში შეცდომით დაიწყო, 1:3-ზე კი მას ისევ უმტყუნა ნერვებმა - ორმაგი შეცდომა დამღუპველი აღმოჩნდა. ვავრინკამ ორი მინი-ბრეიკით დაწინაურება მოახერხა და მეორე მატჩბოლიდან დაასრულა შეხვედრა.
ვავრინკას მეტოქე ფინალში 23 იანვარს გაირკვევა, როცა "სუპერკლასიკო" გაიმართება როჯერ ფედერერსა და რაფაელ ნადალს შორის.
კაცები
1/2-ფინალი
სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 8)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 7) 6:3, 6:7(1), 7:6(3), 7:6(4).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"