ამით ვეტერანმა ჩოგბურთელმა გაიმეორა ეისების რეკორდი სამსეტიანი ფორმატის მატჩებისთვის. აქამდე ამ რეკორდის ერთპიროვნული მფლობელი იყო ავსტრალიელი მარკ ფილიპუსისი, რომელმაც 1995 წელს, კუალა-ლუმპურის ტურნირზე ერთ-ერთ მატჩში იგივე შედეგი დააფიქსირა.
ახლა ხორვატი ჩოგბურთელის კარიერაში რვა ისეთი მატჩია, რომელშიც მან 40-ზე მეტი ეისი ჩააწოდა. აქედან შვიდი - "დიდი სლემის" ტურნირებზე მოდის, სადაც მატჩები ხუთსეტიანია. 2009 წლის როლან გაროსზე ივოს ანგარიშზე 55 ეისი იყო ავსტრალიელ ლეიტონ ჰიუიტთან წაგებულ მატჩში. იმავე
დავამატებთ, რომ 2010 წლის უიმბლდონზე, ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ მატჩში (11 საათი და 5 წუთი) ამერიკელმა ჯონ ისნერმა და ფრანგმა ნიკოლა მაუმ, შესაბამისად, 112 და 103 ეისი ჩააწოდეს.
* * *
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა, შესაძლოა, მონაწილეობა ვერ მიიღოს ბუენოს აირესის ტურნირში, რომელიც 10-16 თებერვალს გაიმართება.
ამერიკული ვებ-გვერდი Tennis World-ი იტყობინება, რომ 27 წლის რაფა ბარსელონაში დევისის თასზე ესპანეთის ნაკრების ექიმს, ანხელ რუის კოტოროს სტუმრობდა, რომელმაც ზურგის კუნთთან დაკავშირებული ახალი პრობლემების შესახებ აცნობა ჩოგბურთელს.
ნადალი უახლოეს ორ დღეში მიიღებს გადაწყვეტილებას არგენტინაში გამგზავრების თაობაზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"