შეჯიბრებაში თბილისელი სოფიო შაფათავაც მონაწილეობდა. წყვილებში იგი ანასტასია ვასილიევასთან (უკრაინა) ერთად პირველ ნომრად იყო განთესილი. გასულ უქმეებზე ქართულ-უკრაინულმა დუეტმა ნახევარფინალში იტალიელების - ჯულია გატო-მონტიკონესა და ანასტასია გრიმალსკას ტანდემი ჩამოიშორა გზიდან - 6:2, 6:1, რითაც შაფათავამ ერთეულთა თანრიგის მე-2 წრეში გატო-მონტიკონესთან მარცხისთვის (6:3, 4:6, 4:6) რევანში აიღო.
ფინალში შაფათავა და ვასილიევა ტურნირის მესამე ნომერ მარგარიტა კასპარიანსა (რუსეთი) და კატერინა კოზლოვას (უკრაინა) შეხვდნენ და არც ამ ბარიერის დაძლევა (6:1, 6:4) და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე
ამ კვირიდან სოფიო შაფათავა ტალინის 15.000-იან ტურნირში იასპარეზებს, სადაც პირველ ნომრად იქნება განთესილი.
* * *
ანტალიაში დასრულდა ჩოგბურთელ ქალთა 10.000-იანი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც ზედიზედ ორ-ორი შეხვედრა მოიგეს ეკატერინე გორგოძემ და სოფიო ქვაცაბაიამ, მაგრამ მეოთხედფინალში გორგოძე ლიზა პონომარისთან (გერმანია) დამარცხდა - 0:6, 2:6, ხოლო ქვაცაბაიამ ალიონა სოტნიკოვასთან (უკრაინა) დათმო პაექრობა - 1:6, 0:6. ეკატერინემ ირინა-მარია ბარასთან (რუმინეთი) ერთად წყვილებში ნახევარფინალს უწია, იქ კი ლაურა-იონა ნდრეისა (რუმინეთი) და სვიატლანა პირაჟენკას (ბელორუსი) დუეტთან წააგო - 5:7, 5:7.
გორგოძე და ქვაცაბაია ანტალიაშივე რჩებიან და ახალ 10.000-იან ტურნირში ჩაებმებიან. ქართველ ჩოგბურთელ ქალთა ლიდერ ანა ტატიშვილს კი მიდლენდში (აშშ) 100.000-იანი ტურნირი ელის.
* * *
დონეცკში შოთა მეფარიძე ახალგაზრდების საერთაშორისო ტურნირის ერთეულთა თანრიგის მეოთხედფინალში მაქსიმ რატნიუკთან (უკრაინა) დამარცხდა - 4:6, 6:7, ხოლო წყვილებში ჩვენებურსა და ბორის პოკოტილოვს (რუსეთი) ნახევარფინალში ონდრეი კრსტევმა (ჩეხეთი) და ელეფტერიოს ტეოდორუმ (საბერძნეთი) აჯობეს - 6:4, 6:2.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"