უკვე გაუწყეთ, რომ ერთეულებში იგი გამოეთიშა შეჯიბრებას, სამაგიეროდ, წყვილებში მიიწევს წინ დაუბრკოლებლად: ჩვენებური სლოვენიელ მაშა ზეკ-პესკირიჩთან არის შეამხანაგებული და ასპარეზობის რეიტინგფავორიტია.
ქართულ-სლოვენიურმა დუეტმა სტარტზე მასპინძლები - ელზა მაი კოონიკი და იანა კუზოვკოვა დაჯაბნა - 6:3, 6:2, მერე სომეხი ანი ამირაგიანი და უკრაინელი განა პოზნიხირენკო ჩამოიშორა გზიდან - 7:6, 7:5, ნახევარფინალში კი შაფათავას და ზეკ-პესკირიჩს გერმანელი კიმ-ალისე გრაიდეკი და მოლდოველი იულია ჰელბეტი გაუწევენ მეტოქეობას.
ამ დუეტმა მასპინძლებს - ვალერია კორლატსა და
ანტალია ქართველებს სწყალობს
ქალთა ტრადიციულ 10.000-იან ტურნირში მონაწილეობენ ეკატერინე გორგოძე და სოფიო ქვაცაბაია. ამ შეჯიბრებას ანტალია მასპინძლობს. 12 თებერვალს ქვაცაბაიამ ერთეულთა თანრიგის პირველ წრეში იაპონელი ნაცუმი ჩიმურა ჩამოიშორა გზიდან - 6:4, 6:4. მერვედფინალში იგი ვიქტორია მუნტეანის (საფრანგეთი) მძლეველ (6:2, 6:7, 7:5) იანა სიზიკოვას (რუსეთი, ტურნირის მე-2 ნომერი) შეხვდება, ხოლო ეკატერინე გორგოძე, როგორც გაუწყეთ, მე-2 წრეში უკრაინელ ალონა ფომინასთან გაარკვევს ურთიერთობას.
ქართველი ჩოგბურთელები არც წყვილებში ნებდებიან მეტოქეებს: გორგოძემ და პია კონიგმა (ავსტრია), რომლებსაც მე-4 განთესვა აქვთ, 12 თებერვალს ჩინელები - ბოიან ვენი და ჟაოჰუან იანი ჩამოიშორეს გზიდან - 5:7, 7:6, 10:7. მეოთხედფინალშიც მეტოქეებად აზიელები ეყოლებათ - იონ ლი და ლინ ჟუნი. ესენ კოკჩეს (თურქეთი) და ქვაცაბაიას რეიტინგფავორიტები - ალონა ფომინა (უკრაინა) და ქრისტინა შაკოვეცი (გერმანია) გამოცდიან.
ანამ პირველი ბარიერი გადალახა
მიდლენდში (აშშ), ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 100.000 დოლარი) წარმატებით აიღო სტარტი თბილისელმა ანა ტატიშვილმა, რომელიც მე-7 ნომრადაა განთესილი. პირველ წრეში მან 17 წლის ჩიკაგოელ ტეილორ თაუსენდს აჯობა - 7:6, 6:2. მეორე წრეში ჩვენებური ჰიტა ვატსონსა (დიდი ბრიტანეთი) და ელენი დანილიდუს (საბერძნეთი) შორის გამარჯვებულს შეხვდება.
წყვილებში ერთად ითამაშებენ ტატიშვილი და ვატსონი. მათი მეტოქეა ასია მუჰამადისა და ტეილორ თაუსენდის (ორივე - აშშ) ტანდემი. ტურნირის რეიტინგფავორიტია კლასიფიკაციით 45-ე საფეხურზე მყოფი ურსულა რადვანსკა (პოლონელი ჩოგბურთელი 2010 წლის ოქტომბერში 29-ეც იყო). პირველ წრეში მან მასპინძელი საშა ვიკერი დაამარცხა - 6:4, 7:5 და მერვედფინალში კატერინა სინიაკოვას (ჩეხეთი) დაუპირისპირდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"