26 თებერვალს, მეოთხედფინალში მესამე ნომრად განთესილი იტალიელი მეტოქეების - მატეო დონატისა და ედოარდო ერიომინის გამოუცხადებლობის გამო ქართულ-ყაზახური დუეტი ნახევარფინალში გავიდა, სადაც ყაზახების - კუათბეკ აბიევისა და კაისარ ბეკიმოვის მძლეველ (6:2, 6:1) ტურნირის რეიტინგფავორიტებს - მარეკ სემჟანსა და ადრიან სიკორს (ორივე - სლოვაკეთი) დაუპირისპირდება.
მეორე ნახევარფინალში ითამაშებენ: კირილ დმიტრიევი (რუსეთი), ტიმურ ხაბიბულინი (ყაზახეთი) და მეორე რეიტინგის მქონე ბელორუსები - იარასლაუ შილა, ანდრეი ვასილევსკი.
* * *
აივარას
ამ უკანასკნელმა მე-5 ნომრად განთესილი უკრაინელი - ოლექსეი კოლისნიკი ჩამოიშორა გზიდან - 6:7, 7:6, 6:3.
წყვილებში ბაკში რუს ალექსანდრ ბუბლიკთან არის შეამხანაგებული და სტარტზე მასპინძლების - მანტას გრიკუსისა და ტომას ვაისეს დუეტს გაუწევს მეტოქეობას.
* * *
საფრანგეთში, ჩერბურგის ვაჟთა 64.000-იან ტურნირში ჩაება ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც პირველსავე წრეში იტალიელ ფლავიო ციპოლასთან დამარცხდა - 6:3, 5:7, 4:6 და შეჯიბრებას გამოეთიშა, რადგან წყვილებში არ მონაწილეობს.
* * *
თბილისელი ჩოგბურთელი სოფიო შაფათავა იტალიური ბეინასკოს 25.000-იანი საერთაშორისო ტურნირის პირველ წრეში რეკა-ლუკა იანისთან (უნგრეთი) დამარცხდა. 26 თებერვალს კი ჩვენებურმა რევანში აიღო, ოღონდ წყვილებში - ქართველი ჩოგბურთელი უკრაინელ ანასტასია ვასილიევასთან ერთად ტურნირის მეორე ნომერია და მეოთხედფინალში ალბერტა ბიანტისა (იტალია) და რეკა-ლუკა იანის ტანდემს შეხვდა.
მართალია, ქართულ-უკრაინულმა დუეტმა პირველი ხელი დათმო - 4:6, მაგრამ მომდევნო ორში წარმატებას მიაღწია - 6:4, 10:7 და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ალისე მატეცისა და კამილა როსატელოს (ორივე - იტალია) მძლეველ (6:1, 6:4) მასპინძლებს - მეოთხე ნომრად განთესილ ნიკოლ კლერიკოს და ჯულია გატო-მონტიკონეს გაუწევს მეტოქეობას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"