კომპანიის სახელწოდებაა Goramendi Siglo XXI. მან გამოაცხადა ესპანელ ჩოგბურთელთან "არაექსკლუზიური" ხელშეკრულების გაფორმების შესახებ, რომლის მიხედვითაც, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის სააგენტო მთელს მსოფლიოში წარმოადგენს ნადალის ინტერესებს. გარდა ამისა, რონალდოს სააგენტო დაკავებული იქნება "დიდი სლემის" ტურნირების 13-გზის ჩემპიონის სარეკლამო კონტრაქტებით ბრაზილიის ტერიტორიაზე.
"ნადალი მხოლოდ ჩვენი პარტნიორი არ არის. ის ჩვენი კერპია, რომელსაც აღფრთოვანებაში მოვყავართ არა მხოლოდ საჩოგბურთო ნიჭის, არამედ თავისი ადამიანური თვისებების გამო", - ამბობს რონალდო.
ნადალის გარდა, რონალდოს სააგენტო
* * *
ამასობაში, რაფაელ ნადალმა თანხმობა განაცხადა წლის ბოლოს მონაწილეობა მიიღოს საჩვენებელ ტურნირში, რომელსაც Premier League Tennis ჰქვია. ორგანიზატორები ესპანელ ჩოგბურთელს მილიონ დოლარს გადაუხდიან. უფრო ადრე, ახალ ტურნირში მონაწილეობა დაადასტურეს სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, ბრიტანელმა ენდი მარეიმ და ჩეხმა ტომაშ ბერდიხმა. რაც შეეხება "დიდი სლემის" ტურნირების 17-გზის ჩემპიონს როჯერ ფედერერს, მან ორგანიზატორებს უარით უპასუხა.
International Premier League Tennis აღმოსავლეთ აზიის ხუთ ქალაქში (მუმბაი, სინგაპური, ჰონგ კონგი, ბანგკოკი და კუალა ლუმპური) გაიმართება. ტურნირი სტარტს 28 ნოემბერს აიღებს და 20 დეკემბერს დასრულდება. შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებს ექვსი გუნდი. თითოეულის შემადგენლობაში ექვსიდან ათამდე ჩოგბურთელი იქნება. თითო მატჩი ხუთსეტიანი იქნება. პირველ სეტში კორტზე მამაკაცები გავლენ, მეორე სეტში - ქალები, შემდეგ ბრძოლას გააგრძელებენ მამაკაცთა წყვილები, შერეული წყვილები და ლეგენდები. დანამდვილებით არის ცნობილი, რომ წარსულის ვარსკვლავებიდან საჩოგბურთო პრემიერლიგაში ითამაშებენ პიტ სამპრასი და კარლოს მოია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"