მუმბაი: რაფაელ ნადალი (ესპანეთი), პიტ სამპრასი (აშშ), გაელ მონფილსი, ფაბრის სანტორო (ორივე - საფრანგეთი), როჰან ბოპანა, სანია მირზა (ორივე - ინდოეთი), ანა ივანოვიჩი (სერბეთი).
სინგაპური: ტომაშ ბერდიხი (ჩეხეთი), სერენა უილიამსი, ანდრე აგასი (ორივე - აშშ), ლეიტონ ჰიუიტი,
ბანგკოკი: ენდი მარეი (ბრიტანეთი), ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფრანგეთი), ვიქტორია აზარენკა (ბელორუსი), დანიელ ნესტორი (კანადა), კარლოს მოია (ესპანეთი), კირსტენ ფლიპკენსი (ბელგია).
დუბაი: ნოვაკ ჯოკოვიჩი, იანკო ტიპსარევიჩი, ნენად ჟიმონჟიჩი (ყველა - სერბეთი), კაროლინ ვოზნიაცკი (დანია), გორან ივანიშევიჩი (ხორვატია), მარტინ ჰინგისი (შვეიცარია), მალეკ ჟაზირი (ტუნისი).
ტურნირი 17 დღე გაგრძელდება (28 ნოემბერი-20 დეკემბერი). თითო თამაში ხუთი სეტისგან იქნება შემდგარი: გაიმართება თითოსეტიანი მატჩები მამაკაცებისა და ქალების ერთეულებში, მამაკაცთა წყვილში, შერეულ წყვილსა და ლეგენდებს შორის.
ლინდსი დიდების დარბაზში
მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, "დიდი სლემის" ტურნირების სამგზის ჩემპიონი ლინდსი დევენპორტი ჩოგბურთის საერთაშორისო დიდების დარბაზში შეიყვანეს.
ამერიკელთან ერთად, ამგვარი პატივი ერგოთ ლეგენდარულ მწვრთნელს ნიკ ბოლეტიერის, პარალიმპიური თამაშების ხუთგზის პრიზიორს შანტალ ვანდეირენდონკს, ფუნქციონერს ჯეინ ბრაუნ გრაიმსსა და კომენტატორს ჯონ ბარეტს.
დევენპორტმა პირველად "დიდი სლემის" ტურნირი 1998 წელს მოიგო. ერთი წლის შემდეგ ის უიმბლდონის ტრიუმფატორი გახდა, 2000 წელს კი ავსტრალიის ღიაზე გაიმარჯვა. გარდა ამისა, ამერიკელი 1996 წელს ატლანტის ოლიმპიადის ჩემპიონია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"