"დიდი სლემის" ტურნირების 14-გზის ჩემპიონმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა კუნძულ მალიორკაზე, მშობლიურ ქალაქ მანაკორში საკუთარი საჩოგბურთო აკადემიის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.
Rafa Nadal Academy-ს საერთო ფართობი 24 ათასი კვადრატული მეტრი იქნება. ტერიტორიაზე განთავსდება 18 საჩოგბურთო კორტი, სკოლა და საერთო საცხოვრებელი. აკადემიის გახსნა 2016 წლის ზაფხულშია დაგეგმილი.